“ბაიერნი” ხავსს ეჭიდება – მიუნხენში იმედოვნებენ, რომ “ბარსელონა” უილიამსს ვერ დაარეგისტრირებს

რამდენიმე დღის წინ, ბილბაოს “ატლეტიკის” გარემარბმა, ნიკო უილიამსმა “ბაიერნში” გადასვლაზე უარი განაცხადა და პირადი კონტრაქტი “ბარსელონასთან” შეათანხმა.
“ბლაუგრანამ” გარკვეული დრო ითხოვა, რომ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხის, 58 მილიონი ევროს გადახდის გზა ეპოვა. მოგეხსენებათ, გასულ სეზონში კლუბი გარკვეული პერიოდის განმავლობაში დანი ოლმოს დარეგისტრირებას ვერ ახერხებდა, რის გამოც “ბაიერნი” იმედს არ კარგავს და ნიკოს წელიწადში 12 მილიონი ევრო შესთავაზა, ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი კრისტიან ფალკი ავრცელებს.
შეგახსენებთ, 22 წლის ესპანელის აგენტი “ბარსელონას” თავად დაუკავშირდა და განუცხადა, რომ უილიამსს კარიერის გაგრძელება მხოლოდ “ბლაუგრანაში” სურდა.
“ლივერპულმა” “მამარდას” შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა” – “ბარსას” სპორტული დირექტორი
“ეს ფეხბურთელი კვარაცხელიაზე სრულყოფილია, გადაიხადეთ 100 მილიონი და მას ღირსეულად შეცვლის” – იტალიელი ჟურნალისტი “ნაპოლის” ხელმძღვანელობას მიმართავს
სანე კარიერას თურქეთის ჩემპიონატში განაგრძობს
“ბარსელონას” უარი ამის გამო ვუთხარი” – ნიკო უილიამსი
“ლივერპულმა” “მამარდას” შემთხვევაშიც მსგავსი რამ გააკეთა” – “ბარსას” სპორტული დირექტორი
კვარაცხელია და კიდევ ოთხი ვარსკვლავი – ვინ არიან “ბარსელონას” საზაფხულო ტრანსფერების სიაში
“ბარსელონამ” უილიამსი ვერ შეიძინა – ლაპორტას აკრიტიკებენ
ახლა ფავორიტი “ბაიერნია” – “სიტი” ვირცისთვის ბრძოლას ჩაეხსნა
ლეაომ “მილანს” ტრანსფერზე დაყენება მოსთხოვა – როსონერი პორტუგალიელის სანაცვლოდ 70 მილიონ ევროს ითხოვს
მოლაპარაკებები დაწყებულია – ნიკო უილიამსი “ბაიერნს” უახლოვდება
ნიკო უილიამსი, ალბათ, კარიერას პრემიერლიგაში გააგრძელებს
მამარდას “ლივერპულის” სუპერტრანსფერი – “სქაუზერებმა” 150-მილიონიანი გარიგება შეათანხმეს