“ბაიერნი” კიმიხის გარეშე რჩება? – იოზუა კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს

ჟურნალისტ ფლორიან პლეტენბერგის ინფორმაციით, “ბაიერნი” გუნდის ნახევარმცველის, იოზუა კიმიხის გაყიდვას გეგმავს.
29 წლის ფეხბურთელს მიუნხენელებთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება, მის გახანგრძლივებას არ აპირებს და “რეკორდმაისტერს” უნდა, რომ გამოცდილი ფეხბურთელიდან ფინანსური სარგებელი მიიღოს.
კიმიხის დამატებით არაერთი მსოფლიო გრანდი ინტერესდება. მათ შორის “რეალი”, “ბარსელონა”, “სიტი” და “არსენალი” არიან.

ასევე დაგაინტერესებთ