Bayern & Germany წერს, რომ “ბაიერნი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის პოზიციის გაძლიერებას გეგმავს.
მიუნხენელებს მარჯვენა და ცენტრალური უკანახაზელის დამატება, ასევე ისეთი ფეხბურთელის დამატება უნდათ, ვინც ნახევარდაცვაში გაირჯება და უკანა ხაზსაც მიეხმარება.
“რეკორდმაისტერის” თვალთახედვის არეში მარტინ სუბიმენდი და ჟოაო პალინია არიან.
ზემოთ აღნიშნული წყაროს ცნობით, “ბაიერნი” მონიტორინგს ხვიჩა კვარაცხელიაზეც აგრძელებს და შესაძლოა, ამ ტრანსფერს ზაფხულში მიუბრუნდეს.