“ბაიერნთან” 2:9 არ აპატიეს – ზაგრების “დინამოს” მწვრთნელი გადააყენეს

ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში, “ბაიერნთან” 2:9 დამარცხების შემდეგ, ზაგრების “დინამოს” მწვრთნელი სერგეი იაკიროვიჩი გადააყენეს.
იაკიროვიჩი “დინამოს” გასული წლის აგვისტოში ჩაუდგა სათავეში, მისი ხელმძღვნელობით გუნდი ხორვატიის ჩემპიონი და თასის მფლობელი გახდა, ახლა კი 6 ტურის მერე ქვეყნის პირველობაზე 13 ქულით მესამე ადგილზეა.
გუნდის დროებით თავკაცად იკიროვიჩის ყოფილი თანაშემწე სანდრო პერკოვიჩი დანიშნეს.