ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ „ქართული ოცნების” მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ – ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე
ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი და „მეგობარი აქტის” ავტორი ჯო უილსონი საქართველოში გამართულ არჩევნებთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების გამო ბაიდენის ადმინისტრაციას აკრიტიკებს.
„ბაიდენ-ჰარისის ადმინისტრაციის მხრიდან სამარცხვინოა, რომ ისინი „ქართული ოცნების” მიერ თავისუფლებისმოყვარე ქვეყნის ავტორიტარულ მიტაცებას ლეგიტიმაციას აძლევენ”, – წერს ჯო უილსონი ტვიტერზე.
იქსით გავრცელებულ მის კომენტარს თან ახლავს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადება, რომელიც მან საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გააკეთა.
