ბაიდენ შოლცის შეხვედრა – მთავარი საკითხები უკრაინა და ისრაელია

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ცოტა ხანში თეთრ სახლში ელოდებიან. კანცლერ შოლცს ამერიკის პრეზიდენტი ოვალურ კაბინეტში უმასპინძლებს.
დაგეგმილია, რომ შეხვედრის დაწყებამდე, ორი პარტნიორი ქვეყნის ლიდერები ჟურნალისტებისთვის მცირე კომენტარებს გააკეთებენ. ამის შემდეგ, საუბარი გერმანიის შოლცსა და ბაიდენს შორის დახურულ კარს მიღმა გაგრძელდება.
წინასწარი ინფორმაციით, შეხვედრაზე მთავარ განსახილველ საკითხებს შორის, ს ომი ში და ახლო აღმოსავლეთში, ისრაელ-ჰამასს შორის მიმდინარე დაპირისპირება იქნება.
ლიდერები „დაადასტურებენ მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და იპოვიან გზას, რათა გააგრძელონ უკრაინის [სამხედრო] დახმარება“,- ამბობს თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს პრესსპიკერი, .
ამერიკის პრეზიდენტმა უკრაინის, სა და ტაივანის სამხედრო დახმარების საკითხი ერთ პაკეტად კონგრესს გასული წლის ბოლოს წარუდგინა. საკითხზე შეთანხმება თვეების განმავლობაში ვერ ხდებოდა, თუმცა 8 თებერვალს, ამერიკის სენატში მხარი დაუჭირეს პრეზიდენტის ინიციატივას, რომელიც 95.34 მილიარდი დოლარის ღირებულებისაა.
ჯო ბაიდენის სურვილს, გაგრძელდეს უკრაინის სამხედრო დახმარება მხარს უჭერს გერმანია. კანცლერი შოლცი ფიქრობს, რომ ამერიკამ და ევროპულმა ქვეყნებმა რუსეთთან ომში მყოფი უკრიანის დახმარება უნდა განაგრძონ. გასულ კვირას, ევროკავშირმა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ უკრაინის დასახმარებლად 50 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო დახმარება დაამტკიცა.
ბაიდენ-შოლცის შეხვედრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ასევე იქნება ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება, სადაც ოქტომბრიდან მოყოლოებული, ისრაელ-“ჰამასის” ომი მიმდინარეობს. თეთრი სახლის უშიშროების საბჭოს სპიკერი ამბობს, რომ შეხვედრაზე მხარეები განიხილავენ, თუ „რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად, როგორც ძლიერ მოკავშირეებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ ისრაელს აქვს ის რაც მას სჭირდება თავის დასაცავად“.
კირბის თქმით, ამას გარდა, განხილული იქნება ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების საკითხიც, რათა პალესტინელებმა საჭირო დახმარება მიიღონ.
ბაიდენთან შეხვედრამდე გერმანიის კანცლერი, ამერიკის დედაქალაქში რამდენიმე შეხვედრას მართავს, მათ შორის ადგილობრივ ბიზნესჯგუფების წარმომადგენლებთან.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”