ბაიდენ-ტრამპის დებატები და სპეკულაციები დემოკრატების კანდიდატის ჩანაცვლებაზე

„მე მართლა არ ვიცი, რა თქვა [ბაიდენმა] ამ წინადადების ბოლოს. მგონი, არც თვითონ იცის“, — განაცხადა დონალდ ტრამპმა ბაიდენთან საპრეზიდენტო დებატების ერთ-ერთ ეპიზოდში.
მედიამ და არაერთმა მიმომხილველებმა დებატების შემდეგ დაწერა, რომ ბაიდენს უჭირდა პასუხების გაცემა, არაერთხელ დაბრკოლდა და საერთო ჯამში, სუსტი გამოსვლა აჩვენა დებატების დასაწყისში, ტრამპმა კი მრავალგზის იცრუა.
„ნელი დასაწყისი იყო, მაგრამ ძლიერი დასასრული“, — დაიცვა ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა ს გამოსვლა.
მაგალითად, ერთ მომენტში პრეზიდენტს, როგორც ჩანს, აზრი აერია და თქვა „თუ ჩვენ საბოლოოდ დავამარცხებთ Medicare-ს“… (-ის ფედერალური დაზღვევის პროგრამა). დონალდ ტრამპმა აღნიშნა, ბაიდენმა ნამდვილად მოკლა ჯანდაცვის პროგრამა.
ბაიდენის კამპანიის წარმომადგენლებმა დებატების მერე თქვეს, რომ პრეზიდენტის გაბზარული ხმა გაციების შედეგია.
რესპუბლიკელ და დემოკრატ საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის პირველი საარჩევნო დებატები 27 ივნისს, CNN-ის ორგანიზებით გაიმართა. მეორე დებატები, ABC-ის ორგანიზებით, დაგეგმილია 10 სექტემბერს.
დებატები 90 წუთს გაგრძელდა, ტრამპმა, დაახლოებით, 5 წუთით მეტი ისაუბრა. დებატების ძირითადი საკითხები იყო მიგრაცია, ეკონომიკა და ინფლაცია, აბორტი, საგარეო პოლიტიკა და ომები სა და ღაზაში, სოციალური უზრუნველყოფა, 6 იანვრის თავდასხმა აშშ-ს კაპიტოლიუმზე, მონაწილეთა ასაკი და მათთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხები.
ტრამპი ბაიდენს აკრიტიკებდა ძირითადად ეკონომიკასა და მის საგარეო პოლიტიკაზე, ბაიდენი კი ტრამპს — 2020 წლის არჩევნების გაუქმების მცდელობის გამო. დონალდ ტრამპმა ხაზი გაუსვა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს პოლიტიკურ მოტივი აქვს. ბაიდენმა ტრამპს უწოდა დამნაშავე, „ლუზერი“ და უთხრა, რომ ქუჩის კატის მორალი აქვს.
ეკონომიკა
პირველი კითხვა ინფლაციას შეეხებოდა. ჯო ბაიდენმა თქვა, რომ ეს ტრამპმა „დატოვა“ ქაოსი, დანგრეული ეკონომიკა და მზარდი უმუშევრობით. ტრამპმა კი უპასუხა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს „ყველაფერი კარგად იყო“ და მან მოახერხა კოვიდპანდემიის მართვა ისე, რომ ეკონომიკა დიდ დეპრესიაში არ აღმოჩენილიყო.
აბორტი
აბორტის საკითხი არის ერთ-ერთი ყველაზე წინააღმდეგობრივი საარჩევნო თემა დემოკრატებსა და რესპუბლიკელებს შორის. ს თქმით, ყველა შტატმა თავად უნდა გადაწყვიტოს, ლეგალური იყოს თუ არა აბორტი და ამ პოზიციას „ყველა ემხრობა“. კითხვაზე, აკრძალავს თუ არა აბორტის მედიკამენტებს, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ არა.
ბაიდენის აზრით კი აბორტის კონსტიტუციურ უფლების გაუქმება „საშინელი რამ“ იყო და სასაცილო უწოდა ტრამპის მტკიცებას, რომ კონსტიტუციურ მეცნიერთა დიდი უმრავლესობა მხარს უჭერდა საკითხის შტატების დონეზე გადაწყვეტას.
ბაიდენის თქმით, აბორტის გაკეთება ქალსა და მის ექიმს შორის გადასაწყვეტი საკითხია და ხელახალი არჩევის შემთხვევაში Roe v Wade-ს აღდგენის პირობა დადო.
სასაზღვრო პოლიტიკა
დონალდ ტრამპის თქმით, ბაიდენის საიმიგრაციო და „ღია საზღვრების“ პოლიტიკამ ხელი შეუწყო დანაშაულის ზრდას. მან არ დააკონკრეტა, თანამდებობის დაკავების შემთხვევაში, განახორციელებს თუ არა მასობრივ დეპორტაციას.
ბაიდენმა უარყო ტრამპის ბრალდებები „მიგრანტების დანაშაულის“ ტალღის შესახებ.
ომები უკრაინასა და ღაზაში
დონალდ ტრამპს ჰკითხეს, მისაღებია თუ არა პუტინის პირობები უკრაინაში ს ომის დასრულების შესახებ. ტრამპმა გაიმეორა, რომ მისი პრეზიდენტობის დროს არათუ უკრაინაში, არამედ ომი ღაზაშიც არ მოხდებოდა. ექს-პრეზიდენტის აზრით, ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრა გადაწყვიტა, როცა ავღანეთიდან გამოსვლისას ბაიდენის ადმინისტრაციის სისუსტე დაინახა. დონალდ ტრამპის თქმით, ავღანეთიდან გასვლა ბაიდენის პრეზიდენტობის დროს იყო ყველაზე სამარცხვინო დღე აშშ-ის ისტორიაში. მან თქვა, რომ თვითონაც აპირებდა ავღანეთიდან გასვლას, თუმცა „ღირსეულად“.
„ამდენი ბოდვა ცხოვრებაში არ მომისმენია“, — თქვა ბაიდენმა საპასუხოდ და დასძინა, რომ ტრამპმა პუტინს უთხრა: „რაც გინდა, გააკეთე“.
„ეს არასდროს მითქვამს“, — უპასუხა ტრამპმა.
ჯო ბაიდენმა ისაუბრა შეერთებული შტატების დახმარებაზე, რომლის წყალობითაც რუსეთმა ვერ მოახერხა უკრაინის „5 დღეში აღება“ და თქვა, რომ არის „ომის დამნაშავე“, რომელსაც ძველი საბჭოთა იმპერიის ნაწილის აღდგენა სურს.
დონალდ ტრამპმა ყურადღება გაამახვილა, რომ ევროპულმა ქვეყნებმა უკრაინის დასახმარებლად ამერიკაზე ნაკლები დახარჯეს და იკითხა, თუ რატომ არ ახორციელებს ბაიდენი ნატოს მოკავშირეებზე ზეწოლას მეტი ფულის გამოყოფაზე.
ღაზის სექტორის შესახებ ტრამპმა თქვა, რომ ისრაელმა თავისი საქმე ბოლომდე უნდა მიიყვანოს.
ასევე აღნიშნა, რომ ბაიდენი „პალესტინელს“ დაემსგავსა, თუმცა მათ შორისაც არაპოპულარულია.
ასაკი
კანდიდატებს ჰკითხეს მათი ასაკის შესახებ. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 81 წლისაა (ნოემბერში 82 წლის ხდება), ტრამპი — 78-ის.
რესპუბლიკელების კანდიდატმა თქვა, რომ კარგ ფორმაშია და თავს ისე გრძნობს, როგორც 25-30 წლის წინ, კარგად თამაშობს გოლფს, როცა ბაიდენს 50 იარდზე ბურთის სროლაც არ შეუძლია. ბაიდენმა ის გოლფის შეჯიბრში გამოიწვია, ტრამპმა კი მოუწოდა, ბავშვივით ნუ იქცევა. მედიამ კომიკურად შეაფასა სიტუაცია, როდესაც ბაიდენი და ტრამპი ერთმანეთს „სპორტულ მიღწევებს“ ატოლებდნენ.
„ჩემზე სამი წლით უმცროსია და გაცილებით ნაკლებად კომპეტენტური“, — თქვა ბაიდენმა დონალდ ტრამპის შესახებ.
მედიამ გადაამოწმა დონალდ ტრამპის რამდენიმე განცხადება და დაასკვნა, რომ ექს-პრეზიდენტმა იცრუა, როდესაც თქვა, რომ ბაიდენმა აშშ მიიყვანა რეკორდულ დეფიციტამდე; როცა თქვა, რომ ბაიდენს „სურს ღია საზღვრები. მას სურს, რომ ჩვენი ქვეყანა დაინგრეს, ან სურს ამომრჩევლად აიყვანოს ეს ხალხი“; ასევე, როცა თქვა, რომ ზოგიერთი დემოკრატიული შტატი ნებას მისცემს „ჩვილების“ მოკვლას „დაბადების შემდეგ“.
მიმომხილველების შეფასებით, ჯო ბაიდენის პასუხები ფაქტობრივად უფრო ზუსტი იყო, თუმცა პრეზიდენტის ვიზუალის, ტემპის და ხმის ტემბრის გამო მის არგუმენტებს დამაჯერებლობა აკლდა.
დებატების შეფასებისას ყოფილმა დემოკრატმა კონგრესმენმა სტეფანი მერფიმ BBC-ის უთხრა, რომ მთლიანობაში, დებატებმა ხაზი გაუსვა ბაიდენის სიბერეს, ხოლო კონტროლირებადი ფორმატი დაეხმარა ტრამპს უფრო მოზომილი ყოფილიყო. მისი თქმით, იყო მომენტები, როდესაც ბაიდენის გაგება ძნელი იყო, მეორე მხრივ, დონალდ ტრამპმა გააკეთა კომენტარები, რომლებიც „არ იყო სიმართლე“.
ყოფილმა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა როდნი დევისმა დებატები ტრამპის „აშკარა გამარჯვებად“ შეაფასა.
CNN-ის ვეტერანმა კორესპონდენტმა ჯონ კინგმა, თქვა: „ეს იყო თამაშის შემცვლელი დებატები იმ გაგებით„, რომ დემოკრატიულ პარტიაში ძალიან დიდი პანიკა გამოიწვია.
იმედგამაცრუებელი უწოდა პრეზიდენტის გამოსვლას მისივე კომუნიკაციების ყოფილმა დირექტორმა კეიტ ბედინგფილდმა.
„მისი ყველაზე დიდი პრობლემა იყო, ამერიკელი ხალხისთვის დაემტკიცებინა, რომ მას ჰქონდა ენერგია და გამძლეობა. მან ეს ვერ გააკეთა“, — თქვა ბედინგფილდმა.
„ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, ბაიდენის შენელებულმა და არაერთგვაროვანმა გამოსვლამ დემოკრატებს შორის პანიკის ტალღა გამოიწვია და ხელახლა დაიწყო დისკუსია იმის შესახებ, უნდა ყოფილიყო თუ არა ის საერთოდ კანდიდატი. გამოცემის თანახმად, წარმომადგენელთა პალატის დემოკრატების ჯგუფი ერთად უყურებდა დებატებს, ხოლო ერთმა, რომელიც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, აღიარა, რომ ეს იყო „კატასტროფა“ და ჯგუფი განიხილავდა ახალი საპრეზიდენტო კანდიდატის საჭიროებას.
„იმის ნაცვლად, რომ გაეფანტა შეშფოთება მის ასაკთან დაკავშირებით, 81 წლის ბაიდენმა ის [ასაკი] ცენტრალურ საკითხად აქცია“, — წერს NYT.
ბაიდენის გუნდმა უარყო სპეკულაცია კანდიდატის შესაძლო შეცვლის შესახებ. ჯო ბაიდენის კამპანიის მთავარი მენეჯერის მოადგილე ქუენთინ ფულკსმა თქვა, რომ ეს კითხვა პასუხსაც არ იმსახურებს.
„პრეზიდენტი ბაიდენი იქნება დემოკრატების კანდიდატი და პრეზიდენტი ბაიდენი ამ არჩევნებში გაიმარჯვებს“, — დასძინა მან.
„ფაქტია, თუ ჯო ბაიდენი აპირებდა განზე გადადგომას, ის ამას დიდი ხნის წინ გააკეთებდა”, — თქვა სიმონ სანდერსმა, ვიცე-პრეზიდენტის ს ყოფილმა თანაშემწემ.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ექვს თვეზე ნაკლები დარჩა. სურვილის შემთხვევაშიც, დემოკრატებისთვის ბაიდენის კანდიდატურის შეცვლა რთული იქნება გამომდინარე იქიდან, რომ აშშ-ის 50-ვე შტატში უკვე გაიმართა პრაიმერები და ბაიდენმა ყველა მათგანში თითქმის ყველა დელეგატი მოიგო. ჯო ბაიდენს შეუძლია თავად თქვას უარი კანდიდატურაზე დემოკრატიული პარტიის ყრილობამდე, თუმცა დემოკრატები პროცესების ასეთი განვითარების შესაძლებლობას უარყოფენ.