ბაიდენ-ზელენსკის მოლაპარაკებების წინ 8 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას დაჰპირდა უკრაინას

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 26 სექტემბერს გამოაცხადა, რომ კიევს 8 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს ვაშინგტონში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ.
ამ დროს აგრძელებს უკრაინაზე – კიევსა და აღმოსავლეთში თავდასხმებს.
„…აშშ უკრაინას გაუწევს მხარდაჭერას, რომელიც მას სჭირდება ამ ომის მოსაგებად“, – თქვა ბაიდენმა თავის განცხადებაში.
დახმარების პაკეტში პირველად შედის სისტემა, სახელწოდებით Joint Standoff Weapon – ზეზუსტი მართვადი ბომბი 130 კილომეტრამდე მოქმედების მანძილით, რომელსაც ავიაგამანადგურებლები გატყორცნიან, ასევე დამატებით ანტისაზენიტო Patriot-ის ტიპის სისტემა, Patriot-ის ტიპის ასობით რაკეტა და AMRAAM-ები (თანამედროვე საშუალო მანძილზე მოქმედების ჰაერი-ჰაერის ტიპის რაკეტები).
ბაიდენმა, რომელიც თანამდებობას იანვარში ტოვებს, თქვა, რომ ასევე გაფართოვდება აშშ-ში F-16-ის უკრაინელი პილოტების მომზადება, სხვათა შორის გაისად დამატებით 18 პილოტის გაწვრთნა.
აშშ უკრაინის უდიდესი მხარდამჭერია რუსეთთან ომში. თუმცა, უკრაინას აქვს შეზღუდვები, დასავლური იარაღის რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში გამოყენების მხრივ.

ასევე დაგაინტერესებთ

მალგოჟატა გოშევსკა – თბილისს უნდა მოვუწოდოთ, ყველა პოლიტპატიმარი გაათავისუფლოს, რაც შეიძლება სწრაფად, კანონები, რომლებიც ბუნებით რეპრესიულია, გაიწვიოს – ეს ქვეყანა კარგ და ჯანმრთელ მომავალს იმსახურებს, ევროკავშირი ვალდებულია, დაეხმაროს

მარკეტა გრეგოროვა – ევროკავშირმა საბოლოოდ უნდა უპასუხოს გამიზნული სანქციებით პასუხისმგებელ პირებს საქართველოში, არ მადარდებს, თუ წევრი ორი ქვეყანა ბლოკავს, დანარჩენი 25 ქვეყანა? – რა უშლის მათ ხელს?