ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნისკენ კიდევ ოთხი დემოკრატი მოუწოდებს – გამოცემა “Politico”

ჯო ბაიდენს საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის მოხსნისკენ კიდევ ოთხი დემოკრატი კონგრესმენი მოუწოდებს.
Politico-ს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა პალატის წევრებთან 2-საათიანი სატელეფონო კონფერენცია გამართა, ოთხმა დემოკრატმა კონგრესმენმა ბაიდენის განზე გადგომა მოითხოვა, კიდევ ოთხმა დემოკრატმა კი არჩევნებში პრეზიდენტის გამარჯვების შანსზე შეშფოთება გამოთქვა.
დემოკრატიული პარტიის შიგნით არსებული აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პრეზიდენტი საპრეზიდენტო რბოლას არ ეთიშება და დონალდ ტრამპის წინააღმდეგ გამარჯვებას გეგმავს.

ასევე დაგაინტერესებთ

დღეს უნდა იცოდეს სახელმწიფომ, დაიწყოს თუ არა დიდ ჰესებზე მუშაობა, ჩვენი პასუხი არის ძალიან მკაფიო – კი, იმიტომ, რომ დიდი ჰესების გარეშე ამ სექტორში სტაბილურობა ვერ იქნება მიღწეული – თუ არ დაგვემატება 2000-მდე დადგმული სიმძლავრის დიდი ჰიდროელექტროსადგურები, სისტემის სტაბილურობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი

ირაკლი კობახიძე – 8 თვის განმავლობაში არსებითად დამოკიდებული ვართ იმპორტზე და ეს დამოკიდებულება უკვე აღწევს დაახლოებით 42%- ჩვენი ჰიდრორესურსების სათანადოდ გამოყენებით, შეგვიძლია, გავხდეთ მთლიანად დამოუკიდებელი ელექტროენერგიის თვალსაზრისით