ბაიდენს გუშინ ვუთხარი, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე – ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი უარყოფს ინფორმაციას, რომ შეერთებულმა შტატებმა დაარწმუნა , არ გაეფართოებინა სამხედრო აქტივობები.
„გუშინ საღამოს კიდევ ერთხელ ვესაუბრე პრეზიდენტ ბაიდენს. მე ვაფასებ შეერთებული შტატების ურყევ პოზიციას გაერო-ს უშიშროების საბჭოზე. პოზიცია, რომელიც მხარს უჭერს ჩვენს საომარ ძალისხმევას. გუშინ ვუთხარი პრეზიდენტ ბაიდენს, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ საბოლოო გამარჯვებამდე, რამდენი ხანიც საჭირო იქნება. შეერთებულ შტატებს ეს ესმის. ვნახე მცდარი ინფორმაციები იმის შესახებ, რომ შეერთებულმა შტატებმა ხელი შეგვიშალა და ახლაც გვიშლის რეგიონში ოპერაციების განხორციელებაში. ეს არ არის სიმართლე. ისრაელი არის სუვერენული ქვეყანა, ომის გადაწყვეტილება დაფუძნებულია ჩვენს ოპერატიულ შეხედულებებზე“, – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.