ბაიდენმა ხელი მოაწერა 2024 წლის თავდაცვის პოლიტიკის აქტს

-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა 2024 წლის თავდაცვის პოლიტიკის აქტს, რომელიც ითვალისწინებს რეკორდულად დიდი თანხის, 886 მლრდ $-ის გამოყოფას.
ეროვნული თავდაცვის დაფინანსების აქტი (NDAA), რომელიც მანამდე კონგრესმა დაამტკიცა, მოიცავს თავდაცვისა და ენერგეტიკის სამინისტროების, სახელმწიფო დეპარტამენტის და სადაზვერვო უწყებების დაფინანსების საკითხებს.
კანონპროექტი ასევე არეგულირებს სამხედრო გადასახდელების გაზრდას, გემებისა და თვითმფრინავების შესყიდვას და ისეთ პოლიტიკურ საკითხებს, როგორიცაა უცხოური პარტნიორების (მაგალითად, ტაივანის) მხარდაჭერა.
„კანონმდებლობა გვაძლევს მნიშვნელოვან უფლებამოსილებებს სამხედრო ძალების შესაქმნელად, რომელიც გვჭირდება მომავალი კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად და მხარს უჭერს სამხედრო მოსამსახურეებს, მათ მეუღლეებს და ოჯახებს, რომლებიც ამ მისიას ყოველდღიურად ასრულებენ“, – თქვა ბაიდენმა თეთრი სახლის ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
დოკუმენტის მიხედვით, ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების ხელფასები გაიზრდება 5,2%-ით, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტი, დაახლოებით – 3%-ით – 886 მილიარდ დოლარამდე.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებს უკრაინისათვის დახმარების გაგრძელებას 2026 წლის ბოლომდე. ეს საშუალებას იძლევა გადაურიცხონ ს 300 მილიონი დოლარი 2024 წლის 30 სექტემბრამდე ანუ ფინანსური წლის დასრულებამდე და შემდეგაც. პროგრამა შექმნილია იმის უზრუნველსაყოფად, რომ გამოყოფილი თანხა გამოყენებული იქნება უკრაინისთვის იარაღის წარმოებისთვის და არა ამერიკული მარაგებიდან სამხედრო ტექნიკის პირდაპირი მიწოდებისთვის.
თუმცა, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ცალკე პაკეტი, რომლის ღირებულება 106 მილიარდ დოლარზე მეტია, ჯერ კიდევ არ მიუღია კონგრესს. პაკეტი გულისხმობს უკრაინისათვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების აღმოჩენას, ასევე თანხებს სა და ტაივანისთვის, ღაზის სექტორის დახმარებისთვის და მექსიკა-აშშ-ს საზღვრის გაძლიერებისთვის.

მექსიკასთან საზღვრის საკითხია აშშ-ს კონგრესში რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის უთანხმოების მთავარი მიზეზი, რის გამოც ვერ ხერხდება დოკუმენტის მიღება. რესპუბლიკელები თეთრი სახლისგან უფრო მკაცრი საიმიგრაციო პოლიტიკის გატარებას მოითხოვენ და ამტკიცებენ, რომ უკრაინის ახალი ფინანსური დახმარება უნდა იყოს დაკავშირებული საიმიგრაციო რეფორმებთან და აშშ-ის თავშესაფრის პოლიტიკის გადახედვასთან.