ბაიდენმა ტრამპი თეთრ სახლში მიიწვია

აშშ-ს ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ახალარჩეული პრეზიდენტი, თეთრს სახლში მიიწვია. ადმინისტრაციის ინფორმაციით ისინი ერთმანეთს ოთხშაბათს, 11:00 საათზე, ოვალურ კაბინეტში შეხვდებიან.
5 ნოემბერს -ში საპრეზიდენტო ჩატარდა, სადაც რესპუბლიკელმა კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. ის მეორედ გახდა აშშ-ს პრეზიდენტი.
„მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს განსაკუთრებული პატივისთვის, რომ ამირჩიეს 47-ე და 45-ე პრეზიდენტად… ყოველდღე ვიბრძოლებ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და თქვენი მომავლისთვის… მე არ მოვისვენებ მანამ, სანამ არ მივაღწევთ ძლიერ, უსაფრთხო და აყვავებულ ამერიკას, რომელსაც ჩვენი შვილები და თქვენ იმსახურებთ. ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა“, – განაცხადა ტრამპმა 6 ნოემბერს, ფლორიდაში, მხარდამჭერებთან შეხვედრისას.
ამავე თემაზე:
· ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენი ბაიდენს აკრიტიკებს და “ოცნების” მიმართ უფრო სიმკაცრეს ითხოვს
· ტრამპის მხარდამჭერი კონგრესმენი ამბობს, რომ “მეგობარი აქტი” დასჯის საქართველოში კანონის უზენაესობის დამრღვევებს