ბაიდენმა „ტრამპის კლონი“ უწოდა რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატს

ამერიკის შეერთებული შტატების დემოკრატი პრეზიდენტი ვერანაირ განსხვავებას ვერ ხედავს პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატ დონალდ ტრამპსა და მის მიერ ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებულ ჯეიმს დევიდ ვანსს(ჯეი დი ვანსი) შორის.
15 ივლისს, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ლას-ვეგასში გამგზავრების წინ, ბაიდენმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ვანსი ყველა საკითხში „ტრამპის კლონია“ და მათ ერთმანეთისგან არაფერი განასხვავებს.
15 ივლისს მილუოკიში გაიხსნა რესპუბლიკური პარტიის ყრილობა, რომელზეც დელეგატების ხმათა უმრავლესობით ოფიციალურად წარადგინეს -ის პრეზიდენტობის კანდიდატად. თავად ტრამპმა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა ოჰაიოელი სენატორი, 39 წლის ჯეი დი ვანსი.
აგვისტოში ჩიკაგოში გაიმართება დემოკრატიული პარტიის ყრილობა, რომელზეც ოფიციალურად დასახლდება პრეზიდენტობის კანდიდატი. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი კენჭისყრას მეორე ვადით გეგმავს. მას დემოკრატების ნაწილი კანდიდატობაზე უარისკენ მოუწოდებდა ტრამპთან პირველი წარუმატებელი დებატების შემდეგ, რომელიც ივნისის ბოლოს გაიმართა.
თავად ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ კენჭისყრა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ბაიდენი ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატად განიხილავს მოქმედ ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის არჩევნები 2024 წლის 5 ნოემბერს გაიმართება.
· წინა, 2020 წლის ნოემბრის არჩევნებში მეორე ვადით კენჭისყრისას, დონალდ ტრამპი ჯო ბაიდენთან დამარცხდა, რასაც არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ არჩევნები გაყალბდა.
· 2021 წლის 6 იანვარს, ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე დაახლოებით ორი კვირით ადრე, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და მოითხოვდნენ, რომ კონგრესს არ ეღიარებინა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება.
· მასობრივი არეულობების შედეგად დაიღუპა ხუთი ადამიანი, მათ შორის პოლიციელი. კაპიტოლიუმზე თავდასხმის გამო ბრალდებულია 1000-ზე მეტი პირი.

ასევე დაგაინტერესებთ