აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 2024 წლის საპრეზიდენტო რბოლას ეთიშება. ამ გადაწყვეტილების შესახებ მან განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.
ბაიდენის თქმით, “მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განზრახვა არჩევნებში ხელახლა მონაწილეობა იყო, მჯერა, რომ ჩემი პარტიისა და ქვეყნის საუკეთესო ინტერესებშია, რომ დათმობაზე წავიდე და ყურადღება დავუთმო ვადის დასრულებამდე ჩემს საპრეზიდენტო მოვალეობებს”.