ბაიდენმა კონგრესის გვერდის ავლით ისრაელისთვის 14 000 ჭურვის გაგზავნის ნებართვა გასცა

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საგანგებო გარემოებაში მინიჭებული უფლებამოსილებით, კონგრესის გვერდის ავლით, სთვის 14 000 სატანკო ჭურვის მიყიდვის განკარგულება გასცა.
პენტაგონის განცხადებით, 8 დეკემბერს სახელმწიფო დეპარტამენტმა ისრაელში $106.5 მილიონი ღირებულების სატანკო ჭურვების დაუყოვნებლივ გასაგზავნად საგანგებო დეკლარაცია გამოიყენა.
აღნიშნული სამხედრო დახმარება ისრაელის მიერ ჭურვების შესყიდვის უფრო დიდი პაკეტის ნაწილია, რომელიც გამოცემა Reuters-ის ცნობით, $500 მილიონიანი ღირებულებისაა და ისრაელის მერკავებისთვის 45 000 სატანკო ჭურვს შეიცავს.
გავრცელებულ ინფორმაციას -ს სახელმწიფო მდივანი ს გამოეხმაურა. მისი თქმით, “ისრაელი ამჟამად ჰამასთან ომშია და ჩვენ გვინდა, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რათა ჰამასის წინააღმდეგ თავის დაცვა შეძლოს”.
ამასთანავე, CNN-სა და ABC-სთან ინტერვიუში ბლინკენმა კონგრესს მოუწოდა, მიიღოს პრეზიდენტი ბაიდენის მიერ ისრაელისა და უკრაინის დახმარებისთვის, ასევე ეროვნული უსაფრთხოებისთვის მოთხოვნილი $106 მილიარდიანი დაფინანსების გეგმა.