ბაიდენმა ზელენსკის უკრაინისთვის $125-მილიონიანი დახმარება დაუანონსა

თეთრი სახლის ცნობით, -ს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტს ს ტელეფონით ესაუბრა და უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების პაკეტი დააანონსა.
სატელეფონო საუბრისას ბაიდენმა ზელენსკის კიდევ ერთხელ დაუდასტურა ს წინააღმდეგ აშშ-ს “ურყევი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ”.
ამასთანავე, ამერიკელი მაღალჩინოსნების თქმით, აღნიშნული სამხედრო დახმარების ღირებულება $125 მილიონია. ეს ცნობა მანამდე გამოცემა Associated Press-მა ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა.
გამოცემასთან ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა ასევე განაცხადეს, რომ აღნიშნული დახმარების პაკეტი საჰაერო თავდაცვის რაკეტებს, HIMARS-ისთვის განკუთვნილ აღჭურვილობას, ჯაველინებს, ჯავშანსაწინააღმდეგო რაკეტებს, ასევე დრონებისა და ელექტრონული ომის საწინააღმდეგო სისტემებსა და აღჭურვილობას, 155-მმ და 105-მმ-იან საარტილერიო ჭურვებსა და სხვა საბრძოლო მასალებს მოიცავს.
წყარო: ტაბულა