თეთრი სახლის გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ს თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა.
რეკორდული ოდენობის ბიუჯეტი, რომლის ღირებულება 886 მილიარდი დოლარია, წლიურ სამხედრო ხარჯებს, ასევე უკრაინისა და ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედებების დაფინანსებას მოიცავს.
დოკუმენტი, რომელიც დაახლოებით 3 100 გვერდისგან შედგება, სენატმა 87 ხმით 13-ის წინააღმდეგ მიიღო, ხოლო წარმომადგენელთა პალატამ 310-118-ის წინააღმდეგ.
კანონპროექტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 5.2%-ით, ხოლო ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტი 3%-ით გაიზრდება.
