ბაიდენმა აშშ-ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა

თეთრი სახლის ცნობით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 22 დეკემბერს -ის თავდაცვის ბიუჯეტის კანონპროექტს ხელი მოაწერა.
როგორც CNN წერს, კანონპროექტი წარმომადგენელთა პალატამ და სენატმა დაამტკიცა. მისი მოცულობა თითქმის 3100 გვერდია და ის მოიცავს უკრაინის დაფინანსებასა და გრძელვადიან დახმარებასაც.
რეკორდული 886 მილიარდი დოლარის ოდენობის თავდაცვის ბიუჯეტი წლიურ სამხედრო ხარჯებსა და პოლიტიკას აფინანსებს. კანონპროექტის მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეების ანაზღაურება 5,2%-ით და ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მთლიანი ბიუჯეტი 3%-ით გაიზრდება.
ბიუჯეტი ითვალისწინებს ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ მოქმედების დახმარებასაც.