დონალდ ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი იქნება. თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა ნიუ ჰემპშირში გამართული პრაიმერიზი მოიგო და ამით ფაქტობრივად გაინაღდა კანდიდატის სტატუსი. ოფიციალურად რესპუბლიკური პარტია საკუთარ კანდიდატს ზაფხულში, სხვა შტატებში პრაიმერიზების დასრულების შემდეგ დაასახელებს, თუმცა საყოველთაო აზრით ტრამპს გამარჯვებაში ხელს ვერავინ შეუშლის. და ამ ფაქტს თავად მოქმედი პრეზიდენტის, და წინა არჩევნებზე ტრამპის კონკურენტის, ჯო ბაიდენის კომენტარიც ადასტურებს.
იხილეთ ასევე:
· ნიუ ჰემფშირში, დემოკრატების პრაიმერიზში ბაიდენმა გაიმარჯვა, რესპუბლიკელების პრაიმერიზში ტრამპმა