ბაიდენი: “ჰამასის” ლიდერის მკვლელობა ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებს ხელს არ უწყობს

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 2 აგვისტოს განაცხადა, რომ პალესტინელთა ისლამისტური დაჯგუფება „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობა, არ ეხმარება ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას ღაზაში მიმდინარე ისრალის ომში.
მიმომხილველთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ახლო აღმოსავლეთში უფრო ფართო ომის ესკალაციის რისკი გაიზარდა მას შემდეგ, რაც ირანში ჰანიეს მკვლელობამ, ს წინააღმდეგ შურისძიების მუქარა გამოიწვია.
ჰანიეს სიკვდილი დაადასტურა „ჰამასმა“ და ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა. ირანში მოკლული „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი, საერთაშორისო შუამავლობით, მონაწილეობდა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამართულ არაპირდაპირ მოლაპარაკებებში.
თეირანი აცხადებს, რომ ჰანიე ირანის პრეზიდენტის ფიცის დადების ცერემონიიდან, რომელსაც ის ესწრებოდა, რამდენიმე საათში მოკლეს.
ხუთშაბათს დასმული კითხვის პასუხად, ჰანიეს მკვლელობამ შეამცირა თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესაძლებლობები, პრეზიდენტმა ბაიდენმა თქვა – „ეს ხელს არ უწყობს“. ბაიდენმა ასევე თქვა, რომ ხუთშაბათსვე, პირდაპირი საუბარი ჰქონდა ისრაელის პრემიერ-მინისტრ სთან.
მომხდარზე პასუხისმგებლობა ნეთანიაჰუს მთავრობას არ აუღია, მაგრამ მან თქვა, რომ ბოლო დროს, ისრაელმა გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა ირანის მარიონეტებს, მათ შორის, „ჰამასს“ და ლიბანში დაფუძნებულ „ჰეზბოლას“. ირანი ასევე აცხადებს, რომ ნებისმიერ თავდასხმას ძლიერად უპასუხებს.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის დიპლომატიური ძალისხმევის საკითხები, -ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, არაბთა გაერთიანებული საამიროების საგარეო საქმეთა მინისტრთან, შეიხ აბდულა ბინ ზაიდ ალ ნაჰიანთან განიხილა. მხარეებმა ასევე იმსჯელეს მძევლების გათავისუფლებისა და ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის შესახებ.
გასული წლის 7 ოქტომბერს, აშშ-ისა და სხვა ათობით ქვეყნის მიერ, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული „ჰამასი“ ისრაელს თავს დაესხა. მათ მოკლეს 1200 ადამიანი, 250 კი დატყვევეს და ღაზაში მძევლად წაიყვანეს. საპასუხოდ, ისრაელმა „ჰამასს“ ომი გამოუცხადა. შედეგად, „ჰამასის“ მიერ მართული ღაზის ჯანდაცვის უწყების ცნობით, ამ დრომდე, ისრაელის თავდასხმების შედეგად, 40 000-მდე პალესტინელი დაიღუპა, 2.3 მილიონამდე ადამიანი კი იძულებით გადაადგილებულია.

ასევე დაგაინტერესებთ