ბაიდენი ჯანმრთელია – გამოქვეყნდა პრეზიდენტის ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების შედეგი

თეთრმა სახლმა გამოაქვეყნა ოფიციალური დასკვნა, რომელიც პრეზიდენტ ს ყოველწლიური სამედიცინო შემოწმების შედეგად მოამზადა ექიმმა კევინ ო’ კონორმა. მისი დასკვნით, პრეზიდენტი ჯანმრთელია და უპრობლემოდ ასრულებს თავის მოვალეობებს.
81 წლის ჯო ბაიდენს სამედიცინო გამოკვლევები 28 თებერვალს ჩაუტარეს მერილენდის სამხედრო ჰოსპიტალში. ექიმის დასკვნით, პრეზიდენტი თავს კარაგდ გრძნობს და სამედიცინო შემოწმებას რაიმე ახალი პრობლემები არ გამოუვლენია.
ექიმ ო’ კონორის თანახმად, პრეზიდენტი ბაიდენი 81 წლის ჯანმრთელი, ძლიერი და აქტიური მამაკაცია, რომელსაც შეუძლია წარმატებით შეასრულოს პრეზიდენტის მოვალეობები, მათ შორის აღმასრულებელი ხელისუფლების და სახელმწიფოს მეთაურის და უმაღლესი მთავარსარდლის ფუნქციები.
-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, დიდი ალბათობით, დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი იქნება 2024 წლის 5 ნოემბრის არჩევნებში.
გამარჯვების შემთხვევაში, ბაიდენი პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს 82 წლის ასაკში, რომელიც 20 ნოემბერს უსრულდება.