ბაიდენი: “ჩვენ უკრაინას ზურგს არ შევაქცევთ”

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ნორმანდიაში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80-ე წლისთავის ღონისძიებაზე წარმოთქმულ სიტყვაში თქვა, რომ თავისუფალი სამყარო უკრაინის გვერდით დგას და არ დანებდება ს აგრესიას – და პარალელი გაავლო მოკავშირეთა ბრძოლასთან ევროპის გასათავისუფლებლად ნაცისტური გერმანიისგან, მეორე მსოფლიო ომში.
და ნატო ს “ზურგს არ შეაქცევენ” და არ მიატოვებენო, თქვა ბაიდენმა 6 ივნისს, ნორმანდიაში მიმდინარე ღონისძიებების დროს წარმოთქმულ სიტყვაში.
“მყარად იცოდეთ: ჩვენს თავს არ დავხრით, ვერ დავნებდებით ტყვიებს. ეს უბრალოდ წარმოუდგენელია. ამას თუ გავაკეთებთ, თავისუფლება იქნება დამორჩილებული, საფრთხე შეექმნება მთელს ევროპა” – თქვა ბაიდენმა თავის სიტყვაში.
ღონისძიებას მასპინძლობს საფრანგეთის პრეზიდენტი, , სხვა სტუმრებთან ერთად იქ იმყოფებიან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, უკრაინის პრეზიდენტი, , კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო, ბრიტანეთის მეფე, ჩარლზ III.
1944 წლის 6 ივნისს მოკავშირეთა ჯარებმა შეუტიეს ნორმანდიის სანაპიროებს საფრანგეთის ჩრდილოეთში. ამ ოპერაციას დასავლეთში D-Day-ს სახელით იცნობენ. ისტორიაში ამ ყველაზე მასშტაბურ საზღვაო იერიშში, რომელმაც გარდატეხა შეიტანა მეორე მსოფლიო ომის მსვლელობაში ნაცისტური გერმანიის დასამარცხებლად, 150 ათასზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.
1944 წელს მოკავშირეთა გადასხდომა ნორმანდიაში
75 წლის წინ, 1944 წლის 6 ივნისს, მოკავშირეთა ჯარები გადასხდნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში, ნორმანდიაში. ეს იყო ზღვიდან ხმელეთზე ჯარების გადასხმის ყველაზე ფართო მასშტაბის ოპერაცია ისტორიაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჭიაბერაშვილი – სანქციები შეიძლება გავრცელდეს ქართულ ბანკებზე და საფინანსო ინსტიტუტებზე, თუკი ისინი არ დაიცავენ იმ სანქციებს, რომელსაც აშშ აწესებს – ქართული ბაკების დასანქცირება ეკონომიკას სრულიად ჩამოშლის

თინა ბოკუჩავა – ხელისუფლება, რომელიც წინასაარჩევნოდ ოპოზიციის განადგურებას ჰპირდება ხალხს, მტრის წინაშე ბოდიშის მოხდას მოითხოვს და ოპოზიციას, მათ შორის ქალებს ფიზიკურად უსწორდება, უკვე დამარცხებულია

გივი მიქანაძე – პრეზიდენტის მიერ ხაზარაძისა და გახარიას კონსულტაციებისთვის მიწვევა სხვა არაფერია, თუ არა კონსტიტუციით განსაზღვრული ნეიტრალიტეტის დარღვევა – მისი პოზიციონირება შეიძლება შეფასდეს როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება