ბაიდენი უკრაინის დახმარების პაკეტს ხელს დღეს მოაწერს

ვაშინგტონში მოელიან, რომ პრეზიდენტი ოთხშაბათს, 24 აპრილს, ხელს მოაწერს უკრაინის მხარდაჭერის კანონპროექტს, რომელიც სენატში დამტკიცების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატაში თვეობით იყო შეყოვნებული. პაკეტი ითვალისწინებს რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის ახალი დახმარების გამოყოფას.
პოლიტიკურად, შეერთებულ შტატებში ეს პრეზიდენტ ბაიდენის ორპარტიულ შეთანხმებასთან დაკავშირებული გამარჯვება იქნება, რასაც დემოკრატები ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ხელახლა არჩევის არგუმენტაციისთვის გამოიყენებენ. ამას გარდა, ეს ფაქტი შეერთებული შტატების მოკავშირეებსაც გააძლიერებს, რომლებიც კიევის მხარდაჭერის საქმეში ანგარიშს უწევენ ვაშინგტონის აზრს.
დემოკრატი , რომელიც 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევენებზე სავარაუდოდ, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება, ექვს თვეზე მეტია უკრაინის დამატებითი დახმარების დამტკიცებას ცდილობს. უმეტესად ორპარტიული მხარდაჭერის მიუხედავად, კანონპროექტს რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა, უმეტესად დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირეები, რომლებიც სანაცვლოდ ამერიკის სასაზღვრო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვდნენ.
საბოლოო ჯამში, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ გასულ უქმეებზე დაამტკიცა ოთხი კანონპროექტი. ის მოიცავს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო დახმარებას, ასევე ამერიკის სამხრეთ საზღვრების დაცვის მიმართულებას.
23 აპრილს, საღამოს, წარმომადგენელთა პალატის ყოვლისმომცველი კანონპროექტი შეერთებული შტატების სენატმაც დაამტკიცა. ის უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. ბაიდენმა განაცხადა, რომ ის საბიუჯეტო კანონპროექტს ხელს ოთხშაბათს, 24 აპრილს მოაწერს, რის შემდეგაც მას კანონის ძალა ექნება.
„კონგრესმა დაამტკიცა ჩემი კანონმდებლობა, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება და გავუგზავნოთ მსოფლიოს ამერიკის მძლავრი ლიდერობის გზავნილი: ჩვენ მტკიცედ ვდგავართ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის სადარაჯოზე, ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ“, – განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა სამშაბათს, სენატში გამართული კენჭისყრის შემდეგ.

ასევე დაგაინტერესებთ

ევროპის ქვეყნები, იაპონია და კანადა – უმკაცრესად ვგმობთ ირანის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ თავდასხმებს სპარსეთის ყურეში შეუიარაღებელ კომერციულ გემებზე, სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და ირანის მიერ ჰორმუზის სრუტის ფაქტობრივ დახურვას

არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი – კვირის მსახურება დაიწყება 09:00 საათზე, მეუფე შიო აღავლენს წირვას, მსოფლიო პატრიარქს 12:00 საათისთვის ველოდებით და წესის აგებაში მიიღებს მონაწილეობას – ეს არის მისი გადაწყვეტილება