პუტინი რუსეთი მიიწევს წინ უკრაინის ტერიტორიის მისატაცებლად და ევროპაში და მის მიღმა ქაოსის დასათესად. ამ ოთახში თუ ვინმეს ჰგონია, რომ პუტინი უკრაინით გაჩერდება, გარანტიას გაძლევთ, რომ ის ამას არ გააკეთებს. თუმცა, უკრაინას შეუძლია პუტინის შეჩერება, თუ ჩვენ მათ გვერდით დავდგებით და მივაწვდით იმ იარაღს, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება. მხოლოდ ეს არის, რასაც უკრაინა ითხოვს. ისინი არ ითხოვენ ამერიკელ სამხედროებს. მეტიც, არცერთი ამერიკელი სამხედრო არ იბრძვის უკრაინაში და ვაპირებ, რომ ეს ასე გაგრძელდეს. უკრაინისთვის დახმარება დაბლოკეს მათ, ვისაც სურს, რომ აშშ-მ დათმოს მსოფლიო ლიდერობა. დიდი დრო არ არის გასული, რაც ამერიკელმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა თქვა: “ბატონო გორბაჩოვ, დაანგრიეთ ეს კედელი”. ახლა კი, ჩემი წინამორბედი, რესპუბლიკელი პრეზიდენტი პუტინს ეუბნება: “რაც გინდა ის გააკეთე”. ყოფილმა პრეზიდენტმა ეს მართლაც თქვა პუტინისთვის ქედის მოხრით. ეს აღმაშფოთებელი, საშიში და მიუღებელია.