ბაიდენი: უკრაინა კრემლს არ დაარტყამს ამერიკული იარაღით

უკრაინისთვის მიწოდებული ამერიკული იარაღი არ იქნება გამოყენებული დარტყმებისთვის მოსკოვზე ან ზოგადად ს ტერიტორიის სიღრმეში, რადგან -ს ამაზე ნებართვა არ მიუცია უკრაინისთვის – ეს აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ABC News-ს უთხრა.
ინტერვიუ 6 ივნისს ჩაიწერა საფრანგეთში, ნორმანდიაში მიმდინარე ღონისძიებებისას, რომლებითაც აღნიშნავენ მეორე მსოფლიო ომში მოკავშირეთა ჯარების გადასხმის მე-80 წლისთავს. ბაიდენი, მსოფლიოს სხვა ლიდერებთან ერთად, ამ ღონისძიებებში მონაწილეობს.
ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, უკრაინის არმიამ უკვე გამოიყენა თუ არა ამერიკული იარაღი რუსეთზე დარტყმებისთვის მას მერე, რაც გასულ კვირაში გამოცხადდა, რომ აშშ-მა ნაწილობრივ მოხსნა შეზღუდვა ამგვარ შეტევებზე. ღია წყაროებიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ასეთი იერიშები, შესაძლოა, უკვე განხორციელდა. პრეზიდენტმა კითხვას პირდაპირ არ უპასუხა, თუმცა თქვა, რომ ეს იარაღი არ იქნება გამოყენებული იერიშებისთვის “მოსკოვსა და კრემლზე” და “რუსეთის სიღრმეში, 200 მილით [321 კმ]”.
ბაიდენის სიტყვებით, უკრაინის სამხედროებს უფლება აქვთ, გამოიყენონ ამერიკული იარაღი “საზღვრის ახლოს”, რადგან ამ არეალებში “ში განსაზღვრულ სამიზნეებზე თავდასხმებისთვის” რუსეთის ძალებიცაა განთავსებული. მანამდე აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ ნებართვა გაიცა კონკრეტულად ხარკოვის დაცვის მიზნით. რუსეთის ტერიტორიაზე გრძელი რადიუსის ATACMS-ის ტიპის რაკეტებით დარტყმები კვლავაც აკრძალული რჩება.
ბაიდენმა პირდაპირ არ უპასუხა კითხვას, შეშფოთებულია თუ არა ის პუტინის განცხადებებით, რომ რუსეთი მზად იქნება თავისი იარაღი მიაწოდოს აშშ-ის მტრებს – როგორც “ასიმეტრიული პასუხი” უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებზე ნებართვის გაცემისთვის. ბაიდენმა მხოლოდ ის თქვა, რომ პუტინს იცნობს “არაკეთილსინდისიერ ადამიანად” და უკვე დიდი ხანია, რაც შეშფოთებულია მისი ქმედებებით.
ჯო ბაიდენთან ABC News-ის ინტერვიუს სრული ვერსია ეთერში მოგვიანებით გავა.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – ხმა უნდა მივცეთ იმ ერთიანობას, რომელსაც აქვს ხედვა, გეგმა და საქართველოს წაიყვანს ევროპისკენ, კეთილდღეობისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ – უარი უნდა ვუთხრათ სიღარიბეს და იზოლაციას

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება