ბაიდენი ტრამპს საჯაროდ გააკრიტიკებს

ამერიკის პრეზიდენტი 6 იანვარს რევოლუციური ომის ერთ-ერთ ისტორიულ ობიექტზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს. მისი საარჩევნო კამპანიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ის ამ გამოსვლისას ყოფილ რესპუბლიკელ პრეზიდენტს კიდევ ერთხელ გააკრიტიკებს და ხალხს შეახსენებს, რომ ის “დემოკრატიისთვის არსებითი საფრთხეა”.
პენსილვანიაში ომის იმ ერთ-ერთ მემორიალურ ობიექტზე გამოსვლას, სადაც ჯარები იყვნენ დაბანაკებულნი, კამპანიის ფარგლებში კიდევ ერთი შეხვედრა მოჰყვება, ამჯერად ჩარლსტონში, სამხრეთ კაროლინაში მდებარე ეკლესიაში. ის 2015 წელს იმ მოქალაქემ, რომელსაც თეთრი რასის უპირატესობის სჯერა, შავკანიანთა ისტორიულ ტაძარში მრევლის 9 წევრი დახოცა. კამპანიის წევრები ამბობენ, რომ პრეზიდენტი იქ “პოლიტიკური ძალადობის მზარდ საფრთხეებზე” გაამახვილებს ყურადღებას.
ეს ორი ვიზიტი პრაქტიკულად იქნება ამ საარჩევნო ციკლში ბაიდენის მხრიდან ყველაზე პირდაპირი საჯარო თავდასხმა დონალდ ტრამპზე და რესპუბლიკურ პარტიაზე. ეს მნიშვნელოვანი ცვლილება იქნება, რადგან 2023 წელს ის ძირითადად სხვა პოლიტიკურ ინიციატივებზე და ეკონომიკის გაუმჯობესებაზე საუბრობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

რეზა ფეჰლევი: დახმარების მიღების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენივე ხელით მოვიპოვებთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ხალხი, საქმეს ბოლომდე მივიყვანთ ამ საბოლოო ბრძოლაში. ქუჩებში გამოსვლის დრო ახლოვდება

პროკურატურა – დედა 11 წლის შვილს, ქუჩაში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, უწესებდა შესაგროვებელი თანხის ოდენობას და შეგროვებამდე, როგორც ზაფხულის სიცხეში, ისე ზამთრის ცივ და წვიმიან ამინდში, სახლში დაბრუნების უფლებას არ აძლევდა