ბაიდენი ტრამპის ადმინისტრაციასთან უკრაინის არ მიტოვების იდეას ლობირებას გაუწევს

10 ნოემბერს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში -ს თეთრი სახლის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ახლად არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შიდა და საგარეო პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს და ასევე მომავალ ადმინისტრაციასთან ლობირებას გაუწევს უკრაინის არ მიტოვების იდეას.

პრეზიდენტის თანამდებობას 20 იანვარს დაიკავებს. თეთრი სახლის ცნობით, მანამდე, პრეზიდენტმა ბაიდენმა იგი ოვალურ ოფისში შესახვედრად მიიწვია.

ტელემაუწყებლობა CBS News-ის გადაცემა “Face the Nation”-თან ინტერვიუში სალივანმა განაცხადა, რომ ბაიდენის მთავარი გზავნილი ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესი იქნება. მისი თქმით, ბაიდენი ტრამპთან ერთად ასევე განიხილავს, თუ რა ხდება ევროპაში, აზიასა და ახლო აღმოსავლეთში.

“პრეზიდენტ [ბაიდენს] ექნება შესაძლებლობა, პრეზიდენტ ტრამპს აუხსნას, თუ როგორ ხედავს იგი ვითარებას, სად იმყოფებიან, და პრეზიდენტ ტრამპს დაელაპარაკება იმაზე, თუ რას ფიქრებს პრეზიდენტი ტრამპი ამ საკითხებთან გამკლავებაზე, როდესაც იგი თანამდებობას დაიკავებს”. – თქვა სალივანმა.

სალივანის თქმით, “პრეზიდენტ ბაიდენს მომდევნო 70 დღის განმავლობაში შესაძლებლობა ექნება, კონგრესი და მომავალი ადმინისტრაცია დაარწმუნოს, რომ აშშ-მ არ უნდა მიატოვოს, რომ უკრაინის მიტოვება ევროპაში მეტ არასტაბილურობას ნიშნავს”.