ბაიდენი: რაც ხდება, გენოციდი არაა, ნეთანიაჰუს დაკავების მოთხოვნა აღმაშფოთებელია

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის მიერ ს პრემიერმინისტრ სა და თავდაცვის მინისტრ იოავ გალანთის დაკავების ორდერის მოთხოვნას -ს პრეზიდენტი განოეხმაურა და გააკრიტიკა.
ბაიდენმა საუბარში აღნიშნა, რომ ღაზაში “რაც ხდება, გენოციდი არაა”.
“ICC-ის პროკურორის აპლიკაცია ისრაელის ლიდერების დაკავების ორდერთან დაკავშირებით აღმაშფოთებელია.” – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა.
სავარაუდოდ, პროკურორი კარიმ ხანის გადაწყვეტილება გაართულებს აშშ-ს მცდელობებს, რომ კონფლიქტი დიპლომატიური გზით მოაგვაროს.
ბაიდენმა გააკრიტიკა ის ფაქტიც, რომ ICC-ის პროკურორმა ისრაელი და ჰამასი ერთმანეთს გაუთანაბრა.
“მოდით, ცხადად ვიტყვი: რასაც არ უნდა გულისხმობდეს პროკურორი, არ არსებობს არანაირი სითანაბრე ისრაელსა და ჰამასს შორის. უსაფრთხოების საფრთხეებთან დაკავშირებით მუდამ ისრაელის გვერდზე ვიდგებით” – თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.
აქამდე პროკურორი კარიმ ხანის გადაწყვეტილება დაგმო სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმაც და ფაქტს “სამარცხვინო” უწოდა.
პროკურორის გადაწყვეტილების ამოქმედდებას მოსამართლეების დასტური სჭირდება.