აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 9 მარტს განაცხადა, რომ, მისი აზრით, ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელს უფრო მეტ ზიანს აყენებს, ვიდრე ეხმარება, ღაზაში მიმდინარე ომით.
ბაიდენმა მხარდაჭერა გამოთქვა ისრაელის უფლებისადმი ებრძოლა ჰამასთან, მას მერე, რაც აშშ-ის და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულმა ამ ჯგუფმა 7 ოქტომბერს ისრაელზე მიიტანა შეტევა – თუმცა თქვა, რომ ნეთანიაჰუმ “მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს უდანაშაულო სიცოცხლის დაკარგვას, გადადგმული ნაბიჯების შედეგად”.
ბაიდენმა ტელეარხ MSNBC-ის უთხრა, რომ ისრაელის მხრიდან ღაზის ქალაქ რაფაჰში პოტენციური შეჭრა მისთვის იქნება “წითელი ხაზი”, თუმცა დასძინა – “მე ისრაელს არასდროს მივატოვებ”.
