ბაიდენი ნეთანიაჰუსგან ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღებას მოითხოვს

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ ოთხშაბათს -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ს პრემიერ-მინისტრ ს მოსთხოვა სასწრაფოდ მიიღოს შეთანხმება ღაზაში ცეცხლის შესწყვეტად და მძევლების გასათავისუფლებლად, მაგრამ ისრაელი და „ჰამასი“ თავის მოთხოვნებს არ თმობენ.
ლიდერებს შორის სატელეფონო საუბარი, რომელშიც ვიცე-პრეზიდენტმა ჰარისმაც მიიღო მონაწილეობა, შედგა მას შემდეგ, რაც პალესტინელთა ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ 24 საათის განმავლობაში ისრაელის საჰაერო თავდასხმების შედეგად, სულ ცოტა 50 პალესტინელი დაიღუპა.
ამერიკელი, ისრაელელი, ეგვიპტელი და კატარელი მომლაპარაკებლები, რომლებიც ამ უქმეებზე კაიროში შეიკრიბებიან, თვეების განმავლობაში ცდილობდნენ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის უთანხმოებების მოგვარების გზები ეპოვათ.
მაგრამ ოთხშაბათს ისრაელმა და „ჰამასმა“ აჩვენეს, რომ თავის მოთხოვნებს არ ცვლიან.
ნეთანიაჰუს ოფისის განცხადებაში ნათქვამია: „ისრაელი დაჟინებით ისწრაფვის ომის ყველა მიზანს მიაღწიოს, როგორც ეს უშიშროების კაბინეტმა განსაზღვრა. მათ შორის ის არის, რომ ღაზამ ისრაელის უშიშროებას საფრთხე აღარასდროს შეუქმნას.“
ისრაელის ტელევიზიის რეპორტაჟის საპირისპიროდ, ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ისრაელი არ დათანხმებულა ღაზასა და ეგვიპტეს შორის სასაზღვრო ზოლში ჯარის ყოლაზე უარი თქვას. ეს საკითხი, მხარეებს შორის უთანხმოების მთავარი პუნქტია.
„ჰამასის“ განცხადებაში ნათქვამია, რომ მისმა ოფიციალურმა პირებმა, პალესტინური ისლამური ჯიჰადის ხელმძღვანელთან მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე ისაუბრეს და „ჰამასის“ მოთხოვნები კიდევ ერთხელ გაიმეორეს. ამაში შედის ისრაელის ღაზის ოპერაციის დასრულება, ისრაელის სრულად გასვლა და ისრაელელი მძევლების პალესტინელ პატიმრებში გაცვლა.