ბაიდენი ნატოელ მოკავშირეებს ვაშინგტონში მასპინძლობს

ამერიკის პრეზიდენტი ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერებს ნატოს საიუბილეო, ვაშინგტონში სამიტზე მასპინძლობს. ნატო 75 წლის წინ სწორედ ვაშინგტონში დაარსდა.
ბაიდენისთვის ეს კიდევ ერთი მცდელობაა დაარწმუნოს ყველა, როგორც შინ, ისე საერთაშორისო არენაზე, ლიდერობისთვის საჭირო ყველა უნარი გააჩნია და მეორე ვადით ამერიკის პრეზიდენტობა შეუძლია.
81 წლის ბაიდენმა პირობა დადო, რომ გააგრძელებს რბოლას 78 წლის რესპუბლიკელი ს წინააღმდეგ. მიუხედავად ბაიდენის ამ დაპირებისა, ზოგიერთი დემოკრატი და დონორები შეშფოთებულნი არიან, რომ მოქმედი პრეზიდენტი წააგებს არჩევნებს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ბაიდენსა და ტრამპს შორის 27 ივნისს დებატები გაიმართა, სადაც ბაიდენი გამოსვლამ ფართო კრიტიკა დაიმსახურა მათ შორის, მის მხარდამჭერებს შორის.
ბაიდენმა შეერთებული შტატების ტრადიციული ალიანსების აღდგენა საზღვარგარეთ, ავტოკრატიების საფრთხის დასაძლევად, მისი საგარეო პოლიტიკის ცენტრალურ საკითხად დაისახა მას შემდეგ, რაც ტრამპმა „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ სტრატეგია აირჩია. ის თუ ვინ გაიმარჯვებს ნოემბერში, საპრეზიდენტო არჩევნებში, მნიშვნელოვან გავლენას იქონიებს ნატოსა და ევროპის მომავალზე.
თანაშემწეებმა განაცხადეს, რომ ბაიდენის სიტყვით გამოსვლა ნატოს სამიტზე, ვაშინგტონის დროით, 9 ივლისს, საღამოს 5 საათზეა დაგეგმილი. მოსალოდნელია, რომ ის ხაზს გაუსვამს იმას, რასაც მისი ადმინისტრაცია ხედავს მთავარ მიღწევად: უფრო ძლიერი და ერთიანი ნატო ვაშინგტონის ხელმძღვანელობით, მეტი წევრით და გადაწყვეტილებით დაიცვას კოლექტიური უსაფრთხოების საჭიროებები.
ბაიდენის გუნდის თქმით, ამას მოაქვს ხელშესახები შედეგები ამერიკელი ამომრჩევლებისთვის: უფრო უსაფრთხო ქვეყანა, ძლიერი საერთაშორისო ეკონომიკური პოზიციით, მეტი ალიანსები და ძალაუფლება საზღვარგარეთ.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე პეტერ ფიშერზე – ელჩმა უხერხულ მდგომარეობაში ჩაიგდო თავი, თავისი სამინისტროც და შეიძლება უხერხულობის მასშტაბი უფრო დიდი იყოს – ეჭვები ძლიერდება იმის ფონზეც, რომ გერმანულ სტრუქტურებს სამართლებრივი საკითხების მოწესრიგება ახასიათებთ

შალვა პაპუაშვილი საგამოძიებო კომისიაზე – ყველამ თავისი ყურით კიდევ ერთხელ მოისმა ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს აქვს – სექტემბერში უკვე პარლამენტს ექნება შესაძლებლობა, მთლიან დოკუმენტს გაეცნოს, იმსჯელოს და შესაბამისი დასკვნები გამოიტანოს

ირაკლი კობახიძე ერთსქესიანთა ქორწინებაზე – ჩვენ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა გვჭირდება – შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადება გვახსენებს, რამდენად დიდია რისკების მასშტაბი და როგორი მოთხოვნები შეიძლება დაგვიყენონ მომავალში