ბაიდენი მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს

ჯო ბაიდენი, რომელმაც კანდიდატურა მოხსნა, მხარს ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს უჭერს.
“ჩემი პირველი გადაწყვეტილება, როგორც პარტიის კანდიდატის 2020 წელს, იყო ვიცეპრეზიდენტად ს არჩევა. და ეს იყო საუკეთესო გადაწყვეტილება, რაც მივიღე. დღეს მსურს ჩემი სრული მხარდაჭერა გამოვთქვა, რომ კამალა იყოს ჩვენი პარტიის კანდიდატი წელს. დემოკრატებო – დროა გავერთიანდეთ და დავამარცხოთ ტრამპი. Მოდი გავაკეთოთ ეს”, – წერს ბაიდენი.
ცოტა ხნის წინ ბაიდენმა წერილი გამოქვეყნა, რომელშიც წერს, რომ კანდიდატურას ხსნის.