ბაიდენი ისრაელს აფრთხილებს, არ გამოიყენოს ღაზის ჰუმანიტარული დახმარება ვაჭრობის საგნად

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 7 მარტს გააფრთხილა, რომ არ შეიძლება ჰუმანიტარული დახმარების “ვაჭრობის საგნად” გამოყენება ომში ჰამასთან, რომელსაც და ევროკავშირი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ.
ბაიდენი ასევე გამოვიდა მოწოდებით, დაუყოვნებლივ ამოქმედდეს დროებითი ზავი ღაზაში, სადაც საკვების დეფიციტი შიმშილს იწვევს.
ღაზაში უკვე ხუთი თვის განმავლობაში მიმდინარე ომის შესახებ ამ განცხადებებით ბაიდენი გამოვიდა სახელმწიფოში არსებული მდგომარეობის შესახებ კონგრესისადმი ტრადიციული მიმართვისას. მან აშშ-ის არმიას დაავალა უხელმძღვანელოს “სასწრაფო მისიას”, ღაზაში უფრო მეტი დახმარების ჩატანის ხელშეწყობისთვის.