ბაიდენი ისრაელსა და ჰეზბოლას ცეცხლის შეწყვეტისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს

ჟურნალისტმა ბაიდენს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა ინფორმაცია ს მხრიდან ლიბანში შესაძლო სახმელეთო ოპერაციის დაწყებასთან დაკავშირებით და რას ფიქრობდა ამაზე, რაზეც ბაიდენმა უპასუხა:
“მე იმაზე მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ შეიძლება იცოდეთ. ჩემთვის უფრო მისაღებია, რომ ისინი შეჩერდნენ. ჩვენ ცეცხლის შეწყვეტას ახლავე უნდა მივაღწიოთ” – თქვა ბაიდენმა.
-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ ისრაელმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ლიბანში მცირემასშტაბიან სახმელეთო ოპერაციებს გეგმავს.