ბაიდენი იორში ამერიკელ სამხედროებზე თავდასხმაზე: დამნაშავეებს პასუხს ვაგებინებთ

-ის პრეზიდენტი იორში ამერიკულ ბაზაზე დრონებით თავდასხმას გამოეხმაურა, რასაც 3 ჯარისკაცი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა.

ბაიდენის თქმით, იმის მიუხედავად, რომ ჯერ ფაქტები არ არსებობს, იციან, რომ შეტევა განახორციელა ირანის მიერ მხარდაჭერილი რადიკალი მებრძოლების ჯგუფმა, რომლის წევრებიც სირიასა და ერაყში მოქმედებენ.

„ამ სამხედრო მოსამსახურეებში ხორცშესხმულია ჩვენი ერის საუკეთესო მხარე: მტკიცე სიმამაცე, თავიანთი მოვალეობის ურყევი შესრულება და საკუთარი ქვეყნისადმი ერთგულება, საკუთარი უსაფრთხოების ხარჯზე, თანამებრძოლების და ასევე, ჩვენი მოკავშირეებისა და პარტნიორების უსაფრთხოებაზე ზრუნვა, ვისთან ერთადაც, მხარს ვუჭერთ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას.

ეჭვი ნუ გექნებათ – ჩვენ პასუხს ვაგებინებთ ყველა დამნაშავეს იმ დროსა და იმ ფორმით, როგორც ჩვენ გადავწყვეტთ“, – ამბობს ბაიდენი.

შეგახსენებთ, თავდასხმა დღეს, 28 იანვარს, ს საზღვრის სიახლოვეს მოხდა.

ასევე დაგაინტერესებთ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი – ევროპა უკრაინას რთული გადაწყვეტილებების მიღებაში უნდა დაეხმაროს – უკრაინისთვის ძნელია, მაგრამ დიდი დანაკარგების თავიდან ასაცილებლად, უნდა აღმოვფხვრათ ბოროტება

ლევან მახაშვილი – პრემიერ-მინისტრმა თურქმენეთში მიმდინარე ფორუმზე „ოკუპაცია“ ახსენა იმ სიღრმით და იმ ხარისხით, რაც საჭირო იყო ამ კონფერენციაზე სათქმელად – ფორუმის მიზანი არ ყოფილა საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობების გარკვევა