ბაიდენი იმედოვნებს, რომ მომავალი კვირიდან ღაზაში ცეცხლი შეწყდება

აშშ-ის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ღაზაში ცეცხლი მომავალი კვირის დასაწყისისთვის შეწყდება.
მისი თქმით, შეთანხმების ფარგლებში მზად არის, შეაჩეროს სამხედრო ოპერაციები რამადანის თვეში. რამადანი 10 მარტის საღამოს დაიწყება და 9 აპრილის საღამოს დასრულდება.
„ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჩემი მრჩეველი მეუბნება, რომ ახლოს ვართ [შეთანხმებასთან], ჯერ არ დასრულებულა. იმედი მაქვს, რომ მომავალ ორშაბათს [4 მარტს] ცეცხლის შეწყვეტა გვექნება“, — განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტებს.
ბაიდენმა ადრე ისაუბრა ექვსკვირიან ზავზე.
„რამადანი ახლოვდება და ისრაელის მხრიდან არის შეთანხმება, რომ ისინი არ ჩაერთვებიან აქტივობებში რამადანის დროს, რაც ასევე მოგვცემს დროს, რომ ყველა მძევალი გამოვიყვანოთ“, — თქვა ბაიდენმა NBC-ის ეთერში.
ბაიდენმა გააფრთხილა, რომ ისრაელი რისკავს საერთაშორისო მხარდაჭერის დაკარგვით პალესტინელების დიდი მსხვერპლის გამო. -ის პრეზიდენტის ცნობით, ისრაელმა პირობა დადო, რომ შესაძლებელს გახდის პალესტინელების ევაკუაციას ღაზას სამხრეთით მდებარე ქალაქ რაფაჰიდან.
„როიტერსის“ ცნობით, ზავის პროექტი საშუალებას მისცემს, 500 ჰუმანიტარული სატვირთო მანქანა ყოველდღიურად შევიდეს ღაზის სექტორში.
ჰამასის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Reuters-ს განუცხადა, რომ ბაიდენის კომენტარები ღაზას სექტორში საბრძოლო მოქმედებების შესაძლო შეწყვეტის შესახებ ნაადრევია და არ ემთხვევა ადგილზე არსებულ რეალობას.
ოფიციალური პირის თქმით, ცეცხლის შეწყვეტის დადგომამდე „ჯერ კიდევ არის დიდი წინაღობები, რომლებიც უნდა გადაილახოს“.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”