ბაიდენი ზელენსკის: აშშ უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწოდებს

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინელ კოლეგას, ს უთხრა, რომ ს სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს მიაწოდებს. ორი ქვეყნის პრეზიდენტს შორის საუბარი ვაშინგტონში, NATO-ს სამიტზე შედგა.
“ჩვენ თქვენს გვერდით ვრჩებით, ალიანსის პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ამ ზაფხულში უკრაინას F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები მივაწოდოთ და ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვართ ახლაც და ვიქნებით მომავალშიც”. – მიმართა ბაიდენმა ზელენსკის.
გარდა ამისა, სამიტზე ალიანსის წევრები მომდევნო წელს უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის, სულ მცირე, 40 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ.