ბაიდენი და ბლინკენი პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის განმუხტვაზე ესაუბრებიან

ამერიკის პრეზიდენტი , ორშაბათს, ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან, ახლო აღმოსავლეთთან დაკავშირებული საკითხების განხილვას გეგმავს. ის იორდანიის მეფე აბდულა მეორესაც შეხვდება. კვლავ არსებობს რისკი, რომ რეგიონში დაძაბულობა, შესაძლოა, გამწვავდეს, კონფლიქტი გაფართოვდეს და მასში ირანიც ჩაერთოს.
ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერმა ორშაბათს გამართული ბრიფინგისას თქვა, რომ ირანს არ სურს რეგიონში დაძაბულობის გაძლიერება, მაგრამ უფლება აქვს დასაჯოს იმ თავდასდხმისთვის, რომლის სამიზნეც თეირანში დაჯგუფება “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი გახდა. “ჰამასი” დასავლეთის ქვეყნების უმრავლესობას ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავს გამოცხადებული.
ირანი ისრაელს ისმაელ ჰანიეს მკვლელობაში ადანაშაულებს, მანამდე რამდენიმე საათით ადრე კი ბეირუთში ისრაელის სამიზნე დაჯგუფება “ჰეზბოლას” ერთ-ერთი ლიდერი გახდა. ეს დაჯგუფებაც ირანის მიერაა მხარდაჭერილი, თუმცა თეირანია ამას ოფიციალურად უარყოფს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მ კვირას თქვა, რომ ირანი და მის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციები ცდილობენ ისრაელი “ტერორიზმით მოახრჩონ”.
“ჩვენ ვაპირებთ მათ წინააღმდეგ მტკიცედ დგომას ყველა ფრონტზე და ყველა არენაზე, ახლოს თუ შორს. ვინც კი ეცდება ჩვენთვის ზიანის მოყენებას, ამისთვის ძალიან დიდ საფასურს გადაიხდის”, – თქვა მან.
ორშაბათს, იაპონიამ და თურქეთმა საკუთარ მოქალაქეებს ლიბანის დატოვებისკენ მოუწოდეს. მანამდე, იგივე გააკეთა შეერთებულმა შტატებმა, საფრანგეთმა, კანადამ, ბრიტანეთმა და იორმ. მიზეზად კი საფრთხის შესაძლებლობა დაასახელეს.
იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კვირას ირანს ეწვია და იქ ესკალაციის დასრულების აუცილებლობაზე და რეგიონში “მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბულურობის” საჭიროებაზე ისაუბრა.
ამერიკის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინი, კვირას, ისრაელის თავდაცვის მინისტრს, იოავ გალანტს ესაუბრა და თქვა, რომ ხაზი გაუსვა ამერიკის ურყევ მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოებისადმი და მის უფლებას, თავი დაიცვას ირანისგან მომდინარე საფრთხეებისგან.
შეერთებული შტატები კი, პენტაგონის თანახმად, რეგიონში საჰაერო სამხედრო ოპერაციებისთვის საჭირო მეტ ტექნიკას აგზავნის. სახელმწიფო მდივანი კი კვირას, “დიდი შვიდეულის” ქვეყნების პირველ დიპლომატებს ესაუბრა და ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის განმუხტვის დაუყოვნებლივ საჭიროებაზე ისაუბრა.

ასევე დაგაინტერესებთ

მეთიუ მილერი სანქციებზე – აღნიშნული ქმედებები თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვის შედეგია – ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება დაუბრუნდება გზას, რომელიც მის ხალხს ასე ნათლად სურს

“სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ხალხების მიმართ ბოდიშის მოხდის, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლის მეთოდებზე უარის თქმისა და სამშვიდობო ხელშეკრულებების ხელმოწერის საფუძველზე, შეიძლება მშვიდობიანი თანაარსებობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობებისკენ მიმავალი პროცესის დასაწყისი გახდეს”