ბაიდენი გამოდის დაპატიმრებული ჟურნალისტების, მათ შორის, ალსუ კურმაშევას გათავისუფლების მოწოდებით

-ის პრეზიდენტი, გამოვიდა მოწოდებით პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტების გათავისუფლებისკენ – მათ შორის, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების (RFE/RL) კორესპონდენტის, ალსუ კურმაშევასი და Wall Street Journal-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის, რომლებიც რუსეთში დააპატიმრეს და რომელთათვის წაყენებულ ბრალდებებსაც თავაც ჟურნალისტები, მათი დამქირავებლები და მხარდამჭერები უარყოფენ და პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
“ჟურნალისტიკა დანაშაული არ უნდა იყოს, არსად დედამიწაზე”, – ამბობს ბაიდენი 3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების დღეს გამოქვეყნებულ განცხადებაში. “რუსეთში პატიმრობაში არიან ამერიკელი ჟურნალისტები, ევან გერშკოვიჩი და ალსუ კურმაშევა, რაც დაკავშირებულია მათ საქმიანობასთან Wall Street Journal-სა და რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებაში”, – ამბობს -ის პრეზიდენტი.
კურმაშოვა – ში დაფუძნებული ჟურნალისტი, ორმაგი, აშშ-ის და ს მოქალაქეობით – 18 ოქტომბრის შემდეგაა პატიმრობაში რუსეთში, ე.წ. უცხოეთის აგენტების კანონის დარღვევის ბრალდებით. კრიტიკოსების და უფლებადამცველების თქმით, ამ კანონს კრემლი იყენებს კრიტიკული ხმების ჩასახშობად. 47 წლის კურმაშევას ასევე წაყენებული აქვს ს არმიის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელების ბრალდება, რომლის დამტკიცების შემთხვევაშიც მას 10 წლამდე ემუქრება პატიმრობა. RFE/RL და აშშ-ის მთავრობა აცხადებენ, რომ კურმაშევასთვის წაყენებული ბრალდებები წარმოადგენს შურისძიებას მისი ჟურნალისტური საქმიანობისთვის.
გერშკოვიჩი მარტის შემდეგაა პატიმრობაში, ჯაშუშობის ბრალდებით – რასაც თავად ჟურნალისტიც და მისი გამოცემაც გადაჭრით უარყოფენ და აცხადებენ, რომ 32 წლის ჟურნალისტი უბრალოდ თავის სამუშაოს ასრულდებდა, როგორც აკრედიტაციის მქონე ჟურნალისტი, როცა დააპატიმრეს.