ბაიდენი გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება ამომრჩეველს ააგოს მსოფლიოში პირველი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ანგოლას შეაერთებს კონგოსთან, კონგოს – ზამბიასთან, ხოლო ზამბიიდან შევა ინდოეთის ოკეანეში

ბაიდენი გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება ამომრჩეველს ააგოს მსოფლიოში პირველი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ანგოლას შეაერთებს კონგოსთან, კონგოს – ზამბიასთან, ხოლო ზამბიიდან შევა ინდოეთის ოკეანეში
ჯო ბაიდენის გეგმებსა და სიახლეებზე, რომელსაც ის კონკურენტ დონალდ ტრამპს საჯარო დებატებისათვის უმზადებს, სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი წერს. როგორც ის აღნიშნავს, ბაიდენს კონკურენტისთვის გამანადგურებელი სიურპრიზი აქვს.
ქართველიშვილი წერს, რომ ბაიდენის გეგმა ერთმანეთთან სარკინიგზო ხაზით დააკავშიროს ანგოლა, კონგო, ზამბია და ეს უკანასკნელი ინდოეთის ოკეანეში შეიყვანოს, შეცვლის მსოფლიოს სატრანზიტო/სატრანსპორტო კონფიგურაციას.
აქტიურად ემზადება დონალდ ტრამპთან 27 ივნისის დებატებისთვის. მას კონკურენტისთვის გამანადგურებელი სიურპრიზი აქვს მომზადებული. გამარჯვების შემთხვევაში ჰპირდება ამომრჩეველს ააგოს მსოფლიოში პირველი სარკინიგზო მარშრუტი, რომელიც ანგოლას შეაერთებს კონგოსთან, კონგოს – ზამბიასთან, ხოლო ზამბიიდან შევა ინდოეთის ოკეანეში. ეს არის უპრეცედენტო და თამამი პროექტი, რომელიც შეცვლის მსოფლიოს სატრანზიტო/სატრანსპორტო კონფიგურაციას. ამ განაცხადის შემდეგ, ივნისის დებატებში ერთ-ერთი კანდიდატის შანსები საგრძნობლად გაუმჯობესდება…” – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მიზანია, რომ მოსახლეობის სოციალური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ, ოპოზიციისგან საბოტაჟი არასდროს გვიკვირდა და ამ შემთხვევაშიც ერთგვარი საბოტაჟის მცდელობაც არ არის გასაკვირი

გურამ მაჭარაშვილი: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და დარწმუნებული ვარ, რომ არათუ თუ ჰელსინკის კომისია, ვერცერთი კომისია ვერაფერს დააკლებს საქართველოს, თუ ჩვენ ვიდგებით სწორ პოზიციაზე

გიორგი ვოლსკი მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე: გვიკიჟინებენ, რომ საჭიროა უფრო აქტიური პოზიციით გამოსვლა, თუმცა, საქმის ცოდნით, რეალური ანალიზის საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომ ხისტი განცხადებები, მოქმედება არის ის, რაც ქვეყანას დააზიანებს