ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ “ჰამასის” მიერ აყვანილი მძევლების გასათავისუფლებლად შეთანხმება ახლა ძალიან ახლოსაა.
“ახლა ძალიან ახლოს ვართ, ძალიან ახლოს. და შესაძლოა, ამ მძევლებიდან რამდენიმე მალე სახლში დავაბრუნოთ. არ მინდა, დეტალებს ჩავუღრმავდე, რადგან არაფერი ითქმება, ვიდრე არ გაკეთდება. როცა მეტი გვექნება სათქმელი, ჩვენ ამაზე ვისაუბრებთ”, – თქვა ბაიდენმა.
შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს, ღაზას სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სარაკეტო და სახმელეთო თავდასხმა წამოიწყეს. მასზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ჰამასმა” აიღო. სარაკეტო იერიშის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის სამინისტრომ საომარი მდგომარეობ გამოაცხადა.
თავდასხმის შედეგად ისრაელში 1 400-მდე ადამიანი დაიღუპა, 200-ზე მეტი კი მძევლად აიყვანეს.