ბაიდენი: აშშ ღაზაში ექვსკვირიანი ზავის გეგმას ამზადებს

შეერთებული შტატები მოლაპარაკებებს აწარმოებს ღაზის სექტორში სულ მცირე, ექვსი კვირით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რაც განხილულია, როგორც ისრაელსა და რადიკალურ პალესტინელ მოძრაობა ჰამასს შორის, უფრო ფართო შეთანხმების ნაწილი, რაც მოიცავს ასევე მძევლების გათავისუფლებას. ამის შესახებ -ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვაშინგტონში იორდანიის მეფე აბდულა მეორესთან მოლაპარაკების შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
დაჯგუფება ჰამასი აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციადაა აღიარებული.
„ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ როგორც პალესტინელი, ისე ს ხალხის მშვიდობის, უსაფრთხოებისა და ღირსებისთვის“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა. ბაიდენის თქმით, ღაზის სექტორში ექვსკვირიანი ზავი, რომელზეც შეერთებული შტატები მუშაობს, შეიძლება დაეხმაროს, ერთი მხრივ, ისრაელს მძევლების გათავისუფლებაში და, მეორე მხრივ, გაზარდოს ჰუმანიტარული დახმარების მოცულობა ადგილობრივებისთვის ღაზის სექტორში. ბაიდენის თქმით, ასეთი დროებითი ზავი, შეიძლება პირველი ნაბიჯი იყო რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებისკენ.
ბაიდენმა ღაზის სექტორის სამხრეთით, ასევე ეგვიპტის საზღვართან ქალაქ რაფაჰში, თავშეფარებული მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვისკენ მოუწოდა. საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციების მონაცემებით, ბოლო კვირების განმავლობაში რაფაჰს თავი შეაფარა 1 მლნ 300 ათასმა პალესტინელმა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ მოუწოდა ისრაელს ამ ტერიტორიაზე სახმელეთო შეჭრისგან თავშეკავებისკენ „მილიონზე მეტი ადამიანისათვის, უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სანდო გეგმის გარეშე“.
ისრაელს რაფაჰში შეჭრისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანაში ეგვიპტე ისრაელთან სამშვიდობო ხელშეკრულების შეწყვეტითაც დაემუქრა.
აშშ-ის პრეზიდენტმა კვლავ მოუწოდა ისრაელს ამ ტერიტორიაზე სახმელეთო შეჭრისგან თავშეკავებისკენ „მილიონზე მეტი ადამიანისათვის, უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სანდო გეგმის გარეშე“.
ირდანიის მეფემ აბდულა II-მ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას ისრაელს ღაზის სექტორში ომის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდა. “ჩვენ ვერ დავუშვებთ რაფაჰზე თავდასხმას, რასაც აუცილებლად მოჰყვება ჰუმანიტარული კატასტროფა”, – თქვა მან. “ჩვენ ვერ გავდგებით განზე და ვერ დავუშვებთ ამის გაგრძელებას. ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი ზავი ახლა. ეს ომი უნდა დასრულდეს”, – თქვა იორდანიის მონარქმა.
იორ და სხვა არაბული სახელმწიფოები უკიდურესად აკრიტიკებენ ისრაელის ქმედებებს და უარს აცხადებენ შემდგომი ქმედებების საჯარო მხარისგან და აცხადებენ რომ ამას წინ უნდა უძღოდეს საომარი მოქმედებების შეწყვეტა. ისინი გასული წლის ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ითხოვენ ცეცხლის შეწყვეტას, მას შემდეგ რაც განუხრელად იზრდებოდა ღაზაში მშვიდობიანი მოსახლეობაში მსხვერპლი.
ბაიდენის ადმინისტრაციამ ბოლო დროს უფრო მკაცრი პოზიცია დაიჭირა ისრაელის მიმართ და გასულ კვირაში განაცხადა, რომ თელ-ავივის პასუხი ჰამასის თავდასხმაზე იყო “გადაჭარბებული”. ვაშინგტონმა განაცხადა, რომ არ დაუჭერს მხარს რაფაჰში დაწყებულ სამხედრო ოპერაციას მშვიდობიანი მოსახლეობის ინტერესების სათანადო გათვალისწინების გარეშე.

ასევე დაგაინტერესებთ