ბაიდენი “აღმაშფოთებელს” უწოდებს ICC-ის პროკურორის განაცხადს ისრაელის ლიდერებზე დაპატიმრების ორდერების გაცემაზე

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 20 მაისს დაგმო მისი თქვით “აღმაშფოთებელი” თხოვნა, რომლითაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორი გამოვიდა – რომ სასამართლომ ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს დაპატიმრების ორდერი უნდა გასცეს.
სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აცხადებს, რომ ჰააგაში განთავსებული სასამართლოს ამ ნაბიჯმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს ღაზაში ომის დასრულებისთვის წარმოებულ მოლაპარაკებას.
“The ICC-ის პროკურორის განაცხადი ისრაელის ლიდერებზე დაპატიმრების ორდერის გასაცემად აღმაშფოთებელია” – წერს ბაიდენი განცხადებაში. “და მკაფიოდ ვიტყვი – რასაც უნდა გულისხმობდეს ეს პროკურორი, ტოლობა არ არსებობს – არანაირი – ისრაელსა და ჰამასს შორის”, ამბობს აშშ-ის პრეზიდენტი.
აშშ-ისა და ევროკავშირს ჰამასი ტერორისტულ ორგანიზაციად ჰყავთ გამოცხადებული.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად დაფინანსდება, თუმცა მესამე სემესტრიდან გარანტირებული, გრანტის მხოლოდ ნახევარი იქნება, მეორე ნახევრის შესანარჩუნებლად კი სტუდენტებს გარკვეული პირობების დაკმაყოფილება მოუწევთ

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პარტიის თავმჯდომარე ხარ, უნდა იყო პრემიერობის კანდიდატიც, რაც მე არ ვიქნები, შესაბამისად, თუ სააკაშვილი იქნება პრემიერობის კანდიდატი, მე ვიქნები მისი ეფექტური მენეჯერი – რაც შეეხება ბოკუჩავას, მასთან დაკავშირებით სინდისის ქენჯნა არ მაქვს