ამერიკის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ შტატები არ შეწყვეტს მუშაობას მანამ, სანამ “ჰამასის” მძევლად აყვანილი ყველა ადამიანი არ გათავისუფლდება.
მან მადლობა გადაუხადა ისრაელის პრემიერს, კატარის ამირსა და ეგვიპტის პრეზიდენტს პროცესის ერთგულებისა და ზავის შემდგომი გახანგრძლივების შესახებ შეთანხმების მიღწევისთვის.
“48 საათი. ჩვენ არ გავჩერდებით, სანამ ჰამასის ტერორისტების მიერ დაკავებული ყველა მძევალი არ გათავისუფლდება”, – აცხადებს ბაიდენი.
ბაიდენი აღნიშნავს, რომ პაუზამ შესაძლებელი გახადა ღაზის სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების გაზრდა.
ცნობისთვის, “ჰამასსა” და ისრაელს შორის ზავი 2 დღით გახანგრძლივდა – ეს მოიცავს სამშაბათსა და ოთხშაბათს. ღამით კიდევ 11 მძევალი და 30 პალესტინელი პატიმარი გათავისუფლდა.