“ბაიდენი ამზადებს სავიზო შეზღუდვებს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის” – რაუფოღლუ

ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ლორა კელიზე დაყრდნობით სოციალურ ქსელში წერს, რომ -ის პრეზიდენტი “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის სავიზო შეზღუდვებს ამზადებს. მისივე თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეზღუდვების შესახებ შესაძლოა დღეს გამოაცხადოს.
“ბაიდენი ამზადებს სავიზო შეზღუდვებს “ქართული ოცნების” მაღალჩინოსნებისთვის, ქართული (რუსული) პარტია “ოცნების” მიერ გამოცხადებული გამარჯვების წინააღმდეგ მასობრივი საპროტესტო აქციების ჩახშობის ფონზე. მოსალოდნელია, რომ ბაიდენის ადმინისტრატორმა დღეს გამოაცხადოს მთელი რიგი სამოგზაურო აკრძალვები საქართველოზე, ამ საკითხთან დაკავშირებით გათვითცნობიერებული ადამიანების თქმით, [სანქციები] მიზნად ისახავს პირებს, რომლებიც პასუხისმგებლები, ან თანამონაწილეები არიან საარჩევნო პროცესის შელახვაზე, მათი ოჯახის წევრებთან ერთად,” – წერს ალექს რაუფოღლუ

ასევე დაგაინტერესებთ

კახა ჯაფარიძე: ეს დაღესტანი მახაჩკალაა… როცა სისტემა ემსახურება ძალაუფლების შენარჩუნებას და რუსულ ჭაობში ჩათრევას, როგორც ეს რუსული გავლენის ყველა ქვეყანაში ხდება შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა, ნგრევა და მსხვერპლი (ვიდეო)

სალომე ზურაბიშვილი: ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევით და აფგან სადიგოვის გაძევებით, ივანიშვილის რეჟიმი უარყოფს საერთაშორისო სამართალს და ადამიანის უფლებებს