აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიამ, რომელსაც 21 ივლისს მისი განცხადებით, ბაიდენი ჩამოშორდა, გასულ თვეში თანხების მიზიდვითა და დახარჯვით გადააჭარბა მისი მეტოქის, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიას.
20 ივლისის მონაცემების თანახმად, პრეზიდენტის ხაზინა იზრდებოდა დებატებში მისი წარუმატებელი გამოსვლის მიუხედავად.
ფედერალურ საარჩევნო კომისიაში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, დემოკრატი ბაიდენის წინასაარჩევნო კამპანიის მთავარ ანგარიშზე, ივნისში, შევიდა 64 მილიონი დოლარი და დაიხარჯა 59 მილიონი, ძირითადად წინასაარჩევნო რეკლამებზე, ხოლო თვის ბოლოსთვის, ბანკში 95 მილიონი დოლარი იყო ანგარიშზე.
რესპუბლიკელი ტრამპის მთავარ ანგარიშზე, ივნისში, როგორც იტყობინებიან, 21 მილიონი დოლარი იყო, რომლიდანაც 10 მილიონი დაიხარჯა, ხოლო თვის ბოლოსთვის მას 128 მილიონი ნაღდი ფული ჰქონდა.
81 წლის ბაიდენმა 5 მილიონზე მეტი დოლარი შეაგროვა სამი დღის განმავლობაში, 27 ივნისს 78 წლის ტრამპთან დებატების შემდეგ, რომლის დროსაც მან ვერ შეძლო ენერგიულად დაჰპირისპირებოდა ტრამპის თავდასხმებს, რომლებიც მრავალ ცრუ განცხადებას შეიცავდა.
მაგრამ ივლისში ბაიდენის მიმართ დემოკრატი კანონმდებლების მხრიდან წინასაარჩევნო კამპანიიდან კანდიდატურის მოხსნის შესახებ მოწოდებების გამო, თანხების მოზიდვა, როგორც იტყობინებიან, მნიშვნელოვნად შემცირდა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბაიდენის მიერ თანხების შეგროვების რამდენიმე ღონისძიება შეჩერებული იყო, რადგან ზოგიერთმა მსხვილმა შემომწირველმა ბაიდენს კამპანიაში მონაწილეობაზე უარის თქმისკენ მოუწოდა. წინასაარჩევნო რბოლიდან ბაიდენის გამოთიშვის შემდეგ კამპანიის ფონდებზე კონტროლი პოტენციურად, მის პარტნიორს, ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს, რომელსაც ბაიდენი უჭერს მხარს, გადაეცემა, თუკი ის გახდება დემოკრატების კანდიდატი.
მეორე მხრივ, ბაიდენს შეუძლია თავისი ფულადი სახსრები გადასცეს დემოკრატიულ პარტიას. ტრამპის რესპუბლიკური პარტიისთვის სახსრების მოზიდვის მთავარ ანგარიშზე 67 მილიონი დოლარი შეგროვდა ერთი თვის განმავლობაში. ტრამპმა ბაიდენზე მეტი თანხები მოაგროვა მაისში, როცა ყოფილი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა გაზარდეს შემოწირულებები 30 მაისს მისი ბიზნესის სფეროში თაღლითობაში ბრალდებისას. ამ საქმეს ტრამპი ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე, პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა.