ბაიდენის ძაღლმა საიდუმლო სამსახურის პერსონალს, მინიმუმ, 24-ჯერ უკბინა

შტატების საიდუმლო სამსახურის ახალი შიდა დოკუმენტების მიხედვით, პრეზიდენტ ბაიდენის ძაღლმა, სახელად კომანდერი, უკბინა -ს საიდუმლო სამსახურის პერსონალი სულ მცირე 24 შემთხვევაში. ეს მოხდა თეთრ სახლში და სხვა ადგილებში.
CNN წერს, რომ ეს რიცხვი არ მოიცავს დამატებით ინციდენტებს, რომლებზეც მედია ადრე იტყობინებოდა.
დოკუმენტის მიხედვით, საიდუმლო სამსახურმა ოპერატიული ტაქტიკა შეცვალა და თანამშრომლებს ურჩია “ბევრი ადგილი მიეცეთ” ძაღლისთვის.
მოპოვებული ინფორმაციით, სულ მცირე 24 კბენის ინციდენტი მოხდა 2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის ივლისამდე, საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებს ძაღლმა უკბინა მაჯაზე, იდაყვზე, წელზე, მკერდზე, ბარძაყზე, მხარზე.
დოკუმენტებში არ არის ჩაწერილი ყველა კბენის ინციდენტი, რომელიც დაკავშირებულია კომანდერთან, რადგან ის მოიცავს მხოლოდ საიდუმლო სამსახურს და არა სხვებს, რომლებიც მუშაობენ თეთრ სახლში ან კემპ დევიდში [საპრეზიდენტო რეზიდენტიცა] მერილენდის შტატში.
ბაიდენის ოჯახის შინაურმა ცხოველმა თეთრი სახლი გასული წლის ოქტომბერში დატოვა, ერთი კვირის შემდეგ, რაც საიდუმლო სამსახურის აგენტმა მძიმე ნაკბენის გამო სამედიცინო დახმარება მოითხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი – დაცვის მხარემ გადაწყვეტილების მიღება უშუალოდ მიანდო სასამართლოს, ეს იყო ბრალდებულის პოზიცია – მოცემულ შემთხვევაში, დუმილის უფლებას ვიყენებთ

სალომე სამადაშვილი – ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა – ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე