ბაიდენის პრეზიდენტობის კანდიდატობის შესაბამისობაზე საუბარი გრძელდება

პრეზიდენტ ს პრეზიდენტის კანდიდატობის საკითხზე მომავალ არჩევნებზე, დისკუსია განახლა, მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ დემოკრატიული პარტიის ლიდერებმა მას პირადად მოუწოდეს, დაესრულებინა კამპანია. ეს იმ ფონზე, როცა ხუთშაბათს, 18 ივლისს, მისი პარტიის ეროვნულ ყრილობაზე რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელდება.
სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა, წარმომადგენელთა პალატის უმცირესობის ლიდერმა ჰაკიმ ჯეფრისმა და პალატის ყოფილმა სპიკერმა ნენსი პელოსიმ ბოლო დღეებში გამოხატეს ღრმა შეშფოთება ბაიდენის კანდიდატურის შესახებ, იმ მიზეზით, რომ ის არა მხოლოდ დაკარგავს თეთრ სახლს, არამედ პარტია ვერ მოახერხებს ამერიკის წარმომადგენელთა პალატაზე კონტროლის მოპოვებას.
81 წლის ბაიდენი ამ დრომდე უარს აცხადებდა 20 დემოკრატი კონგრესმენის საჯარო მოწოდებებზე, რომ ჩამოშორდეს საპრეზიდენტო რბოლას.
რესპუბლიკელები კი ხუთშაბათ საღამოს ოთხდღიან ყრილობას დაასრულებენ. ყრილობა დონალდ ტრამპის სიტყვით გამოსვლით დასრულდება.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ ჯაფარიძე – მივმართავ ახალგაზრდებს, გავიაზროთ სად ვიმყოფებით, წლების განმავლობაში ბევრი რამ შევძელით, დავიწყეთ საუბარი ევროკავშირთან, ნატო-სთან, თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს, ვიზალიბერალიზაცია, თუმცა ეს ყველაფერი “ ქართული ოცნების” პირობებში საფრთხის ქვეშ დგება

ნიკა გვარამია – თბილისი იქნება ევროპის დედაქალაქი, წარმატებული, გაღიმებული და ბედნიერი ხალხის ქალაქი – ამ ქვეყანაში არ იქნება ომი არასდროს, ეს ქვეყანა ყოველთვის იბრძოლებს ევროპისთვის