ბაიდენის კორტეჟს მანქანა შეეჯახა

კვირას ღამით მანქანა შეეჯახა ამერიკის პრეზიდენ, დაცვის სამსახურის ერთ-ერთ ავტომობილს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ბაიდენი, შეხვედრის შემდეგ, საარჩევნო შტაბს ტოვებდა ქალაქ ვილმინგტონში. ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი არ დაშავებულან.
მედიის ცნობით, პრეზიდენტი პასუხობდა რეპორტიორების კითხვას, როცა “სედანის” ტიპის მანქანა შეეჯახა უსაფრთხოების სამსახურის მანქანას, რომელიც ოფისის მიმდებარედ გზაჯვარედინს კეტავდა. ABC წერს, რომ “სედანი” შეეცადა გზის გაგრძელებას, თუმცა საიდუმლო სამსახურის თანამშრომლებმა ის ალყაში მოაქციეს და მძღოლს უბრძანეს ხელები აეწია.
უსაფრთხოების სამსახურს მომხდარის შესახებ მაშინვე კომენტარი არ გაუკეთებია.