ბაიდენის თქმით, ღაზა და დასავლეთის სანაპირო პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს

-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, ღაზის სექტორი და დასავლეთის სანაპირო ბოლოს პალესტინელთა ავტონომიამ უნდა მართოს – ისრაელსა და ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეულ “ჰამასს” შორის მიმდინარე ომის შემდეგ.
“როცა მშვიდობისკენ მივილტვით, ღაზა და დასავლეთის სანაპირო კვლავ უნდა გაერთიანდეს მმართველობის ერთიანი სტრუქტურის ქვეშ, საბოლოო ანგარიშით განახლებული პალესტინელთა ავტონომიის პირობებში, იმ ფონზე, როცა ყველანი ვმუშაობთ ვითარების გადაწყვეტაზე ორი სახელმწიფოს გზით” – ამბობს ბაიდენი 18 ნოემბერს, Washington Post-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.
“არ უნდა მოხდეს პალესტინელთა იძულებითი გადაადგილება ღაზიდან, ხელახალი ოკუპაცია, ალყა ან ბლოკადა, ან ტერიტორიის შემცირება” – წერს აშშ-ის პრეზიდენტი.

ასევე დაგაინტერესებთ

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი დანიელი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრების, სამღვდელოებისა და მრევლის სახელით, ვუსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებსა და სრულიად საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას

თურქეთის საელჩო: უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობისა და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი